ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 154
ObjectID: 154
ID: 154
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საკმაოდ მასშტაბური აგურის სახლი ღვთისმშობლის ქუჩის აღმართზე ასვლისას, ეზოსკენ მიმართული ფასადით წარმოგვიდგება. ნაგებობა, ქუჩისაკენ, ვიწრო ფასადით გამოდის, ეზოსკნებ კი სიგრძივ ღერძზე ვითარდება. სახლი ორ ნაწილადაა გაყოფილი. მარცხენა ნაწილს (ირიცხება ღვთისმშობლისქ. #7ა) ძველი იერი აღარ შემორჩა. პირველი სართულის აივანი ბლოკითაა ამოშენებული და შემინულია. მეორე სართულზე, შერჩენილია ძლიერ დაზიანებული ძველი ხის აივანი. აივნის წინ მიდგმულია თანამედროვე, საკმაოდ დიდი და უსახური ტერასა, რომელსაც ქვის კიბე ერთვის. სახლის მარჯვენა ნაწილმა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა ძველი სახე. ქუჩისპირა ფასადი დამჯდარი პროპორციებისაა, კომპოზიცია სადა და ასიმეტრიულია და მთლიანად აგურითაა ნაშენი. პირველ სართულზე სადარბაზოს კარი და ორი ფანჯარა გამოდის, სარკმლის ორი ღიობია მეორე სართულზე, ისინი დეკორატიული საჭექი ქვებით არის შემკული. ხის ორფრთიანი კარი დაბალი ფრამუგით, მასში ჩართული ბაროკული, შუაზე წყვეტილი დეკორატიული თაღით, სამკუთხა ფრონტონებით, ცალკეული რუსტებითა და სხვადასხვა არქიტექტურული დეკორატიული ფორმებით არის შემკული. მის თავზე კი ხის აივნის გვერდითა ფრთა გამოდის. ფასადი პატარა ფრონტონით გვირგვინდება, რომელშიც სადარბაზოს ფლიგელი არ ეწერება. სართულები და ფრონტონი ერთმანეთისაგან აგურის კარნიზებითაა გამიჯნული. კედლის კიდეები და შენობაში შესასვლელი რუსტირებული პილასტრებით არის მონიშნული. ერთი პილასტრია მოტავსებული მეორე სართულის სარკმლებს შორისაც. სადარბაზოს წინ თანამედროვე ქვის კიბე აქვს მიშენებული. სადა საფასადე კომპოზიცია იერარქიულია, მეორე სართული მეტად შემკობილია. ეზოსკენა ფასადს, ორივე სართულზე, ხის ჭვირული აივნები გასდევს. პირველი სართულის აივანს, წინ, ეზოში ჩასასვლელი ხის კიბე აქვს მიდგმული. აივნის ბოლოში პატარა მინაშენიცაა. აივნების მოაჯირები მოხარატებულია, სვეტებს შორის სწორხაზოვანი ჭვირული ფარდებია ჩართული, რომელთა კომპოზიცია სიმეტრიულია. მცირე ჩუქურთმებია მოთავსებული სვეტებსა და ფარდებს შორის. მეორე სართულის აივანზე მოხვედრა ქუჩიდან, მთავარ ფასადზე გაჭრილისადარბაზოს კარიდანაა შესაძლებელი, აქვეა ხის შიდა კიბე. ორივე სართულის აივნებზე ოთახების კარ-ფანჯარა გამოდის. სახლის უკანა ფასადი ყრუ კედელს წარმოადგენს, რომელიც აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობითაა ნაგები. სახლი კრამიტითაა გადახურული. ქუჩისკენ მიმართული ფასადი სადაა. ეზოსკენ მოქცეული კი ჭირული ელემენტებით დატვირთული, რაც ნაგებობას პომპეზურს ხდის. ორი ფასადის თავისებური შემკულობა სახლის საერთო გამოსახულებას დაბალანსებულს ხდის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 226
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ღვთისმშობელი/7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე–20 ს. დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46746626
Y: 41.91891642