{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/154?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/154?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/154?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "154",
  "properties" : {
    "ObjectID" : 154,
    "ID" : 154,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "საკმაოდ მასშტაბური აგურის სახლი ღვთისმშობლის ქუჩის აღმართზე ასვლისას, ეზოსკენ მიმართული ფასადით წარმოგვიდგება. ნაგებობა, ქუჩისაკენ, ვიწრო ფასადით გამოდის, ეზოსკნებ კი სიგრძივ ღერძზე ვითარდება. სახლი ორ ნაწილადაა გაყოფილი. მარცხენა ნაწილს (ირიცხება ღვთისმშობლისქ. #7ა) ძველი იერი აღარ შემორჩა. პირველი სართულის აივანი ბლოკითაა ამოშენებული და შემინულია. მეორე სართულზე, შერჩენილია ძლიერ დაზიანებული ძველი ხის აივანი. აივნის წინ მიდგმულია თანამედროვე, საკმაოდ დიდი და უსახური ტერასა, რომელსაც ქვის კიბე ერთვის. სახლის მარჯვენა ნაწილმა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა ძველი სახე. \nქუჩისპირა ფასადი დამჯდარი პროპორციებისაა, კომპოზიცია სადა და ასიმეტრიულია და მთლიანად აგურითაა ნაშენი. პირველ სართულზე სადარბაზოს კარი და ორი ფანჯარა გამოდის, სარკმლის ორი ღიობია მეორე სართულზე, ისინი დეკორატიული საჭექი ქვებით არის შემკული. ხის ორფრთიანი კარი დაბალი ფრამუგით, მასში ჩართული ბაროკული, შუაზე წყვეტილი დეკორატიული თაღით, სამკუთხა ფრონტონებით, ცალკეული რუსტებითა და სხვადასხვა არქიტექტურული დეკორატიული ფორმებით არის შემკული. მის თავზე კი ხის აივნის გვერდითა ფრთა გამოდის. ფასადი პატარა ფრონტონით გვირგვინდება, რომელშიც სადარბაზოს ფლიგელი არ ეწერება. სართულები და ფრონტონი ერთმანეთისაგან აგურის კარნიზებითაა გამიჯნული. კედლის კიდეები და  შენობაში შესასვლელი რუსტირებული პილასტრებით არის მონიშნული. ერთი პილასტრია მოტავსებული მეორე სართულის სარკმლებს შორისაც. სადარბაზოს წინ თანამედროვე ქვის კიბე აქვს მიშენებული. სადა საფასადე კომპოზიცია იერარქიულია, მეორე სართული მეტად შემკობილია.\nეზოსკენა ფასადს, ორივე სართულზე, ხის ჭვირული აივნები გასდევს. პირველი სართულის აივანს, წინ, ეზოში ჩასასვლელი ხის კიბე აქვს მიდგმული. აივნის ბოლოში პატარა მინაშენიცაა. აივნების მოაჯირები მოხარატებულია, სვეტებს შორის სწორხაზოვანი ჭვირული ფარდებია ჩართული, რომელთა კომპოზიცია სიმეტრიულია. მცირე ჩუქურთმებია მოთავსებული სვეტებსა და ფარდებს შორის. მეორე სართულის აივანზე მოხვედრა ქუჩიდან, მთავარ ფასადზე გაჭრილისადარბაზოს კარიდანაა შესაძლებელი, აქვეა ხის შიდა კიბე. ორივე სართულის აივნებზე ოთახების კარ-ფანჯარა გამოდის. \nსახლის უკანა ფასადი ყრუ კედელს წარმოადგენს, რომელიც აგურისა და რიყის ქვის  შერეული წყობითაა ნაგები. სახლი კრამიტითაა გადახურული.\nქუჩისკენ მიმართული ფასადი სადაა. ეზოსკენ მოქცეული კი ჭირული ელემენტებით დატვირთული, რაც ნაგებობას პომპეზურს ხდის. ორი ფასადის თავისებური შემკულობა სახლის საერთო გამოსახულებას დაბალანსებულს ხდის. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2006-02-23",
    "StatusDocNumber" : "3/46",
    "RegistryN" : "226",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "კახეთი",
    "Municipality" : "თელავი",
    "Settlement" : "თელავი",
    "Address" : "ღვთისმშობელი/7",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე–20 ს. დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 45.467466260000002,
    "Y" : 41.918916420000002
  }
}