CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 95
ObjectID: 95
ID: 95
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ერთსართულიანი სახლი აგურით არის ნაშენი, ფრაგმენტულად ეტყობა ძველი ნალესობის კვალი. საფასადე კომპოზიცია დამახასიათებელია მე-19ს-ის მე-2 ნახევრის თელავის საერო არქიტექტურისათვის. ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი ორი ღიობითა და მათ შორის მოქცეული ყრუ ნიშით არის განსაზღვრული. სამივე მათგანს კარნიზული თარო ამკობს. ფასადის მარჯვენა ნაწილი, რომელზეც სავარაუდოდ, სადარბაზოს კარი უნდა ყოფილიყო განთავსებული, მთლიანად ამოშენებულია ახალი აგურით. ფასადის მთავარი ნაწილი სამკუთხა ფრონტონით სრულდება, რომელიც წრიული ღიობებით არის დანაწევრებული. ფრონტონისა და სართულის გამმიჯნავი ფრიზი გლუვია. ეზოს მხარეს შერჩენილია ჭვირული აივნის მცირე ნაწილი (დანარჩენი შუშაბანდები სახეცვლილია მეტალოპლასტმასის მასალით). ავთენტური ხის კვეთა მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ჭვირული ნახატის კომპოზიცია დამახასიათებელია გვიანი პერიოდის თელავური საცხოვრებლისათვის. ორ თანაბარ ნაწილად გაყოფილ ფარდას თანმიმდევრულად განლაგებული გამეორებადი წრიული ფორმები ავსებს. სვეტისა და ფარდის კუთხეებში მცენარეული ორნამენტია მოტავსებული.
ინტერიერში შერჩენილია კარ-სარკმლების ნალესი ალათები, თახჩები, შელამფული ჭერი და იატაკის ფიცარი. განსაკუთრებით სახასიათოა ოთახებს შორის არსებული კედლის ღიობების იერსახე. სახლს მაღალი სარდაფი აქვს, რომლის კედლები რიყის ქვისა და აგურის დამახასიათებელი წყობით არის ნაგები და სავარაუდოდ, უფრო ძველი ნამოსახლარის ფრაგმენტს წარმოადგენს. სარდაფში ასევე ღირებულია სახასიათო არქიტექტურული ელემენტები - კედლის ღუმელი და კედლის ნიშები, თაღოვანი თავსართებით. სარდაფის სართული, მართკუთხა ღიობებით, რომელშიც ხის ალათები და კარია შებმული, აგურის სვეტებზე დაყრდნობილ ღია ტერასას უკავშირდება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 165
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭავჭავაძე/82
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუა წლები
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46790455
Y: 41.92318264