ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 93
ObjectID: 93
ID: 93
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აგურითა და იყის ქვით ნაშენი ერთსართულიანი სახლის ქუჩისკენ მიმართული ფასადი უბრალო და ნაწილობრივ სახეცვლილია. ის მაღალი სარდაფის სართულის შემცველია. ფასადის ძირითად ნაწილს, რომლსაც სამკუთხა, მცირე ზომის ღიობებით დანაწევრებული ფრონტონი ასრულებს, მარჯვენა მხრიდან, აივნისა და სადარბაზოს ფლიგელი ერთვის, რომელიც დღეისათვის ამოშენებულია. აღნიშნული ფლიგელი, საერთო გადახურვაში მოქცეული ნახევარფრონტონით გვირგვინდება. ფრონტონი დაფარულია აგურის წყობის ხალიჩისებრი დეკორით. მართკუთხა შეღრმავებულ სეგმენტებზე მოქცეული მთავარი და სარდაფის სართულის ღიობები რკალური თავსართებით სრულდება. შუა ნაწილში შემორჩენილია აივნის ნაწილი ჭვირული დეკორით. ზოგიერთ კარ-ფანჯარასაც შენახული აქვს ავთენტურობა. სახლის გვერდითი კედლები აგებულია აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით. ეზოსკენ მოქცეული ფასადი, მეორე სართულზე განლაგებული ჭვირული აივნით არის განსაზღვრული. მას ხის ერთიანი მოაჯირი საზღვრავს და ფარდებით არის გაფორმებული, რომელთა სურათიც ორ თანაბარ ნაწილად გაყოფილი არეების, წრიული ფორმების გამეორებადი სურათით არის შევსებული. ფარდებს კბილანისებური კონტური მიუყვება. ფარდებისა და სვეტების კუთხეებს მცენარეული ორნამენტი ამკობს. აივანს ოთახებთან დაბალი თაღის მქონე ღიობები აკავშირებს. აივანი ქვის მართკუთხა სვეტებს არის დაყრდნობილი. მის ქვეშ მოქცეული სივრცე დღეისათვის ამოშენებულია. მეორე სართული ეზოს გვიანი უსახური კიბით უკავშირდება, რაც ნაგებობას თავდაპირველ იერსახეს ძლიერ ცვლის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 163
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭავჭავაძე/48
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: XIX ს. შუა წლები
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47601508
Y: 41.92114342