CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 8
ObjectID: 8
ID: 8
Name: როსტომის აბანო
FullName: თეიმურაზის აბანო
Description: ფორმით აღმოსავლური ტიპის აბანო ბატონის ციხის ფერდის ჩრილო-დასავლეთით მდებარეობს. აბანოს გეგმა განვითარებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და ქართული აგური. აბანო შედგება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სათავსებიანი საბანაო დარბაზისგან, რომელთაგან ორი დიდი დარბაზია. ყოველი დარბაზის წინ ოდნავ წაგრძელებული სათავსებია. დარბაზები გადახურულია სფერული გუმბათით. სინათლის წყაროსთვის გუმბათის ცენტრში მრგვალი სანათებია დატანებული. დარბაზის ოთხივე კედელზე შეისრულთაღიანი ნიშებია, ამათგან სამხრეთის ნიშები უფრო ღრმაა მასში აუზებია მოწყობილი. დარბაზის გუმბათები ეყრდნობა შეისრული თაღის კუთხეებში არსებულ აფრებს. ნიშების წინ არსებული აუზები მართკუთხა მოყვანილობის არის. აუზში მოხვედრა მის კუთხეებში მოწყობილი კიბეებით არის შესაძლებელი. განსხვავებულია მესამე დარბაზის გუმბათქვეშა სივრცე. აქ მთელი გუმბათქვეშა სვირცე აუზს აქვს დაკავებული. ამავე დარბაზის წინ კამარიანი ოთახია, ალბათ ეს ოთახი განსაკუთრებული პირებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. გასული საუკუნეში, აბანოს ოთახების წინ, მთელს სიგრძეზე, მიადგეს ნახევარწრიული ფორმის ღიობებით გახსნილი ტალანი. აბანოს მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ტუფის ქვით.
აბანოს წინ არსებული გალავნის ნაშთი მიუთითებს იმაზედ, რომ ნაგებობა თავის დროზე გარშემორტყმული ყოფილა გალავნით. აღნიშნული ნაშთი შემადგენელი ნაწილია მთავარი შენობის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 75
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: გვირაბი/35
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-17 საუკუნე
InitialFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო;
CurrentFunction:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო;სხვა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47422693
Y: 41.92071234