ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 81
ObjectID: 81
ID: 81
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი, სიგრძივ ღერძზე განვითარებული, რუსული პ-ს ფორმის გეგმარების, საცხოვრებელი სახლი, მთავარი ფასადით, ჩოლოყავშილის ქუჩისკენ არის მიმართული. კომპოზიცია სადაა. ფასადი შელესილი და შეღებილია მოვარდისფროდ. კედლის ზედაპირი დანაწევრებულია სწორკუთხა სარკმლებისა და კარის ღიობებით. პირველ სართულზე, განაპირას, ორი კომერციული ფართია მოწყობილი. ხოლო ცენტრში ასევე სწორკუთხა ღიობია, რომელსაც შიდა ეზოში შევყავართ. მეორე სართულის მთავარი მამკობი ხის ჭვირულ-მოხარატებული აივანია, რომელიც მთელ ფასადს გაზდევს. ორივე სართულზე მოქცეული ღიობები შეუმკობელია. მეორე სართულზე, სამი უბრალო პილასტრია მოთავსებელი, რომელიც ფასადზე გარკვეულ აქცენტებს სვამს, რიტმს ქმნის და ამავე სართულის საფასადე კომპოზიციას სიმეტრიულს ხდის. აივანი ჭვირული მოაჯირით არის შემოსაზღვრული. სვეტებს შორის მოქცეული სწორხაზოვანი ფარდები სიმეტრიული კომპოზიციით არის წარმოდგენილი, ქვედა კიდეს კი კბილანისებური კონტური განსაზღვრავს. სვეტებისა და ფარდების კუთხეში ორნამენტებია მოთავსებული. შენობის გვერდითა კედლისთვის გამოყენებულია აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობა, რაც ტრადიციულია თელავის არქიტექტურისათვის. აღნიშნულ მხარეს ორი მართკუთხა ღიობია გაჭრილი. ეზოში მოხვედრა ღრმა გვირაბის საშუალებით არის შესაძლებელი, რომელშიც, ლითონის ავთენტური, დეკორატიული ჭიშკარია შეკიდული. გვირაბში არაერთი ღიობია გაჭრილი. ეზოსკენ მიმართული ფასადი ნაწილობრივ სახეცვილია, თუმცა იკითხებ მისი ავთენტური სტრუქტურა: ხის გახსნილი შუშაბადებით გარშემორტყმული სივრცე, რომელიც შენობას კუთხით შემოწერს. ნაგებობისავე სტრუქტურაშია მოქცეული ეზოსა და მეორე სართულის დამაკავშირებელი ხის კიბე. საარქივო მსალაზე ნათლად ჩანს კედლის დეკორატიული მოხატულობა, რომელიც სავარაუდოდ ბოლოდროინდელი რეაბილიტაციის დროს დაიკარგა. შენობას აქვს სარდაფის სართული, სადაც აგურში ამოყვანილი ბუხარი გვხვდება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 152
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჩოლოყაშვილი/39
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუა ხანა
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.4651811
Y: 41.9204427