ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 80
ObjectID: 80
ID: 80
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა კ. ერისთავისა და ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩათა გასაყარზე მდებარეობს, და თავისი სტრუქტურით აყალიბებს მიმდებარე განაშენიანებას. აგურით ნაშენი ორსართულიანი სახლის ფასადი ნალესობით არის დაფარული, საფასდო კომპოზიცია სადაა. კედლები მოცისფრო ფერით არის შეღებილი. ჩოლოყაშვილის ქუჩის მხარეს, შენობის პირველ სართულზე სამი შეუმკობელი ღიობია გაჭრილი, მათ შორის მარჯვენა განაპირა, სადარბაზოს კარია. მარცხენა მხარეს სრდაფში ჩასასვლელია მოწყობილი. ფასდის ძირითად მხატვრულ აქცენტს, მეორე სართულზე შეკიდული ხის ჭვირულ-მოხარატებული აივანი წარმოადგენს. ვიწრო ხის კონსოლებს დაყრდნობილი აივანი ნაგებობას კუთხით შემოწერს და მის ორ ფასადზე ვითარდება. სვეტებს შორის ჩართულ ფარდებზე სიმეტრიული სურათია დატანილი. 1988 წელს ძველი აივანი ახლით ჩაანაცვლეს. ინტერიერს აივანთან რკალური ღიობები აკავშირებს, რომლის თაღოვან მოხაზულობასაც უწყვეტი კარნიზი იმეორებს და კომპოზიციას აერთიანებს. ნაგებობას მარცხენა მხრიდან მცირე ეზო ერთვის. ამავე მხარეს, სახლს, ორსართულიანი ძველი ნაგებობა ეკვრის, რომელიც მის ძირითად კორპუსს, აივნითა და შუშაბანდით უერთდება. ხის ერთიანი მოაჯირით შემოსაზღვრული შუშაბანდი სიმძიმის შეგრძნებას აჩენს. ეზოდან, ფასადის მიმყოლი კიბით მეორე სართულზე მოხვედრაა შესაძლებელი. ფასადი გალესილი და შეუმკობელია. შენობის ინტერიერში ღირებულია, კედლის თახჩები-განჯინები, რომლებიც დამახასიათებელი ელემენტია ძველი თელავის საცხოვრისისთვის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 151
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჩოლოყაშვილი/37/2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.; უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნა
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46528665
Y: 41.9203993