ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 7
ObjectID: 7
ID: 7
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მთავარი ფასადით ბარათაშვილის ქუჩისკენ არის მიმართული. ფასადი ძირფესვიანად არის შეცვლილი და თითქმის აღარ ატარებს თავდაპირველ არქიტექტურულ იერსახეს. ხის კარ-ფანჯარა ფასადზე შეცვლილია მეტალოპლასტმასის ალათებით. ერთ დროს შერეული წყობით ნაშენი ფასადის კედელი გალესილია გლუვად და შეღებილია ყვითლად. ფასადის სართულშუა გამყოფი სარტყელი მთლიანად დამალულია გრძივი ფორმის ხელოვნური მინის ლაითბოქსით, რომელიც სრულიად შეუსაბამოა როგორც შენობის პროპორციებისათვის, ასევე ზოგადად თელავის ისტორიული განაშენიანებისათვის. ეზოს მხარეს, ერთ დროს ხის გალერეა-შუშაბანდით გაფორმებული კუთხოვანი ნაწილი ასევე მთლიანად სახეცვლილია და დაკარგული აქვს აუთენტურობა. ქუჩის მხრიდან სახლის ეზო მოსაზღვრულია მაღალი ღობით, რომლის მიღმა სახლის უკანა ნაწილის ხის შუშაბანდი მოსჩანს. სახლის აივნის გადახურვა თავდაპირველად რვა, სადა პროფილის ხის სვეტზე იყო დაფუძნებული და მასაც ისევე როგორც სხვა თელავურ XIXს -ის საცხოვრებელი ნაგებობებისთვისაა, ტიპიური ხის ჭვირული აივანი გასდევდა. სახლის პირველი და მეორე სართულის გეგმა ანფილადური გეგმარებისაა. პირველ სართულზე ღია თაღოვანი გალერეა გასდევს, რომელსაც შესასვლელი ქუჩის ბახტრიონის მხრიდანა აქვს გაჭრილი. კვირიკე დიდის ქუჩის რელიეფის არათანაბარი ხასიათის გამო ეზოსა და ქუჩის მხრიდან ნაგებობის სართულიანობა სხვადასხვაა. კვირიკე დიდის ქუჩის მხრიდან შენობაე.წ. ბელეტაჟიან ერთსართულს წარმოადგენს, მაშინ როცა ბარათაშვილის (ეზოსმხრიდან) და ბახტრიონის ქუჩიდან მისი სართულიანობა 2 სართულად იკითხება. მეორე სართულზე ოთხი ოთახია. ოთახები ნათდება ფართო ღიობებით, რომლებიც გარედან შიგნით ფართოვდებიან და დატანებული აქვთ დარაბები. მეორე სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთის კედლებზე შეინიშნება კედლის საკმაოდ მოზრდილი ბზარები, რაც სახლის ავარიულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 74
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ბარათაშვილი/1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate:
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46980781
Y: 41.9185601