CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 78
ObjectID: 78
ID: 78
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: მცირე შემაღლების მქონე ცოკოლზე შემომდგარი ერთსართულიანი სახლი გადახურულია თუნუქით და ნაგებია აგურით. სახლი ყურადღებას იქცევს თავისი სადა და მოწესრიგებული მთავარი ფასადით. კედლის სიბრტყე დანაწევრებულია 4 მოზრდილი სარკმლითა და 1 სადარბაზო კარით. შენობაში შესასვლელი ვერტიკალურად განლაგებული რუსტებით არის აქცენტირებული. რაც რიზალიტის ილუზიას ქმნის. კარს ლითონის, ორქანობა წინფრა ერთვის. ფასადზე ვხვდებით მარტივ, აგურში გამოყვანილ პროფილებს. სარდაფის სართული გამოყოფილია კარნიზით, სარკმლის ღიობებს გასდევს აგურით გამოყვანილი თარო, რომელთა ქვეშაც მოქცეულია მართკუთხა ჩაღრმავებები. სარკმლის მორკალული თავსართების ზემოთაც ვხვდებით პატარა დეკორატიულ თაროებს. კედელს ასრულებს კარნიზი და მართკუთხა ფორმის ჩაღრმავებით დანაწევრებული მაღალი პარაპეტი. სადარბაზო კარი და მარკიზი შეცვლილია რეაბილიტაციის დროს. სადარბაზოდან ღია აივანზე შევდივართ. ხის ჭვირული აივანი სახლს გვერდითა და უკანა ფასადზე გასდევს. ჭვირული ფარდები სამყურაა და ორნამენტირებული სურათით სიმეტრიულად არის შევსებული.
ეზოს მხრიდან სარდაფი მიწის დონეზე გამოდის. ეზო ორდონიანია. ქვედა და ზედა დონეები ზედა ეზოს შემომსაზღვრელი გალავნით არის გამოყოფილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 149
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჩოლოყაშვილი/20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1906 წელი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46734523
Y: 41.9198194