ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 72
ObjectID: 72
ID: 72
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი შენობა, ჩილოყაშვილის ქუჩის დასაწყისში, ღვთისმშობლის ეკლესიის სიახლოვეს მდებარეობს. ფაქტობრივად, ქუჩა, სწორედ აღნიშნული ნაგებობით იწყება, შესაბამისად, მისი ქალაქგეგმარებითი მნიშვნელობა დიდია და რამდენამდე არეგულირებს კიდეც ქუჩის გეგმარებას. შენობა მტავარი ფასადით ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გამოდის. საფასდო კომპოზიცია სადა და გაწონასწორებულია. აგურით ნაგები შენობა, შეულესავია. პირველი სართული სავაჭრო რიგს ეჭირა, ხოლო მეროე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია გამართული. კედლის საერთო სიბრტყეს პირველ სართულზე, სიბრტყიდან შეღრმავებულ მართკუთხედში მოქცეული, დიდი ვიტრინები (ნაწილობრივ ამოშენებული, რაც კომპოზიციას ასიმეტრიულს ხდის), ხოლო მეორეზე სიმეტრიულად გაჭრილი ფანჯრები ანაწევრებს. აღსანიშნაბია, რომ მიუხედავად სიმეტრიული სურათისა, მთლიანი კომპოზიცია შუა ღერძიდან მარჟვნივ არის "დაძრული". სარკმლის თავსართები აგურის წყობით რკალურად არის დეკორირებული. ღიობები და ფასადის კიდეები რუსტირებული "პილასტრბით" არის მონიშნული. ფასადის ძირითად ხმატვრულ აქცენტს, ცენტრში შეკიდული, ზომიერი პროპორციის ლითონის აივანი ქმნის, რომელიც მსუბუქ კონსოლებს არის დაყრდნობილი და ორნამენტირებული წინფრა ხურავს. საფასადე კომპოზიციას სადა, კბილანისებური კარნიზი და მართკუთხა, ასევე კბილანისებური დეტალებით გაფორმებული, შეღრმავებებით დანაწევრებული პარაპეტი ასრულებს. საინტერესოა შიდა ეზოს სტრუქტურა, რომელიც უკანა მხრიდან ეხსნება შენობას. მცირე ზომის ჭვირული ელემენტებით შემკული აივანი შუშაბანდტან არის კომბინირებული. ეზოს ქვისა და აგურის გალავანი საზღვრავს, რომელშიც ჭიშკარია ჩართული (ჭიშკარი რესტავრაციის შემდეგ განახლებული). სახლი რესტავრირებულია 2012 წელს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 143
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჩოლოყაშვილი/12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის ბოლო
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46802128
Y: 41.91968836