CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 69
ObjectID: 69
ID: 69
Name: სახაზინო სახლი
FullName: სასტუმრო "ძველი თელავი"
Description: ორსართულიანი მართკუთხა გეგმარების ნაგებობა ქალაქ თელავში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას არის აღმართული. საცხოვრებელ სახლად აგებულ შენობაში, დღეს სასტუმროა მოწყობილი, რამაც ნაწილობრივ განსაზღვრა მისი გადაკეთება. შენობა ორ სართულიანია, რომელსაც სავარაუდოდ რეაბილიტაციის დროს დააშენეს მეტალოკრამიტით გადახურული მაღალი მანსარდა. გრანიტის ფილებით, თანამედროვე მოპირკეთებამ, მანსარდასთან ერთად, ნაწილობრივ შეცვალა შენობის ავთენტური სახე. ნაგებობა აშენებულია აგურით, კირის დუღაბზე. იგი კლასიცისტური არქიტექტურის კარგ ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე თვალშისაცემია. სახლის პირველი სართული, ქუჩისაკენ ფართე ღიობებით არის გახსნილი, რომელთაგან ზოგიერთი მსუბუქად მორკალული თავსართით სრულდება. მთავარი ფასადი მსუბუქად ასიმეტრიული ხასიათისაა, რასაც ცენტრალური კარის ჭრილი და მის თავზე არსებული დეკორატიული ლითონის ღია აივანი განსაზღვრავს, რომელიც აჟურულ კონსოლებს ეყრდნობა. მეორე სართული მაღალი, სწორკუთხა სარკმელებით არის დანაწევრებული, სარკმელები სწორკუთხა საპირეებშია ჩასმული, რომელიც კაზმული პილასტრებით არის მოსაზღვრული და სწორკხაზოვანი თაროები ამკობს. შენობის ფრიზი და მაღალი კარნიზები დეკორატიული ნაძერწობითა, პროფილირებული კრონშტაინებით, პილასტრებითა და კბილანისებური სარტყელით არის შემკული. მანსარდასა და დეკორატიულ კარნიზს შორის სადა, პროფილირებული პარაპეტია მოწყობილი. ორნამენტული მოტივები სადაა, თანაბარზომიერად განაწილებული. თანამედროვე მანსარდა წრიული და მართკუთხა ღიობებით არის დანაწევრებული. გვერდითა ფასადებზე, ორივე სართულზე, მცირე ზომის ლითონის აივნებია მოწყობილი.
ეზოს მხარეს შენობას თანამედროვე ლითონის 2 სართულიანი აივანი აქვს მიდგმული. ინტერიერი გადაკეთებულია მისი ამჟამინდელი ფუნქციიდან გამომდინარე. თუმცა ინტერიერში შემორჩენილია სადარბაზო, ძველი ხის კიბე, ხის სადა აივანი, ძველი ალაყაფის კარი. სახლს დიდი ზომის თაღოვანი სარდაფი აქვს, რომლის სივრცეში სასტუმროს რესტორანია განთავსებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 140
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჩოლოყაშვილი/1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: ადმინისტრაციული;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46958231
Y: 41.91942876