ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 67
ObjectID: 67
ID: 67
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობა, მტავარი ფასადით ბაგრატიონის ქუჩისკენ არის მიმართული. სახლი ორგანულად ემორჩილება ქუჩის არათანაბარ რელიეფს. გარემოს მორგებული პროპორციისა და მასშტაბის შენობა, ქუჩის საერთო განაშენიანებაში ჰარმონიულად არის ჩართული და მის სტრუქტურას აბსოლუტურად ექვემდებარება. ძველი აგურით ნაგები შენობა ორსართულიანია. პირველი სართულზე, ცენტრში, თაღოვან ღიობში, ალაყაფის საკმაოდ მასიური ხის კარია ჩართული, რაც საფასადე კომპოზიციაში, დამატებით მხატვრულ აქცენტს ქმნის. სავარაუდოდ, შენობის მეორე სართულზე აივანი უნდა ყოფილიყო, რომელიც აღარ არსებობს, თუმცა კვლევის შემთხვევაში მისი ავთენტური ადგილის იდენტიფიცირება და რესტავრაციის შემდეგ აღდგენა შესაძლებელია. ფასადი მოგვიანებით ნალესობით არის დაფარული, ასევე ნალესობაში ამოყვანილი დეკორატიული პროფილებით, რომელიც შენობას გამოსმახველობას უკარგავს. გვირაბის ორსავ მხარეს ორი მართკუთხა ფორმის, შეუმკობელი სარკმელია მოთავსებული. ალაყაფი და ფასადის კიდეები წყვილად შვერილი, პილასტრისებური შვერილით არის გამოკვეთილი. მეორე სართულზე თაღოვანი სარკმლების რიგია წარმოდგენილი, რომელშიც ერთი, ანალოგიური ფორმის ნიშაა ჩართული. ღიობების რკალურ მოხაზულობას უწყვეტი კარნიზი შემოხაზავს. ძლიერ სახეცვლილია შენობის უკანა მხარეს განთავსებული ფასადიც. სავარაუდოდ, ხის თავდაპირველი ჭვირული აივნები, ბეტონის უსახური აივნებით არის ჩანაცვლებული. შენობას ერთვის სარდაფიც. სარდაფში ჩასვლა ვერ მოხერხდა (კარი დალუქულია).
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 138
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ბაგრატიონი/16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის ბოლო
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47292122
Y: 41.92004086