CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 65
ObjectID: 65
ID: 65
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა მდებარეობს თ. ბაგრატიონის ქუჩაზე და მიუხედავად მისი გადაკეთებებისა, ქუჩის ისტორიული განაშენიანების საერთო ჯაჭვშია ჩართული. თ. ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი ფასადი ერთსართულიანია. მასზე გამომავალი სარკმლები ნახევარწრიული თავსართებით სრულდება. ფასადი, დღეისათვის, სახეცვლილია - გალესილი ცემენტით, ნაგებობამ დაფარა კარის ღიობის ნაწილიც. ეზოს მხრივ ჭვირული აივანი მოგვიანებით უსახური მინაშენით არის სახეცვლილი, როელიც ეზოსთანამედროვე კიბით უკავშირდება. ამავე მხარეს, მაღალი სარდაფია, რომლის ინტერიერიც დეკორატიულად არის გაწყობილი. სახლის ინტერიერში შემონახულია ავთენტური ნაწილები: კარ-ფანჯარა, შელამფული ჭერი და ხის იატაკი. შენობის სარდაფში შემორჩენილია ინტერიერი, რიყისა და აგურის კომბინაციით ნაგები კედლები. ცენტრალურ ნაწილზე ბუხარია განთავსებული, კედლების ზედაპირი კი თაღჩებით არის დაფარული. როგორც ჩანს, მარანი განახლებულია, აგური და ქვების ზდაპირი კი დამუშავებული და გალაკულია.
შენობა ნაგებია კახური სამშენებლო ტექნიკის მსგავსად, რიყის ქვისა და ძველი ქართული აგურის კომბინაციით, კირის დუღაბზე. თუმცა არაერთი თანამედროვე ჩარევის დროს, გამოყენებულია არაავთენტური მასალა: ბლოკი, ცემენტი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 136
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ბაგრატიონი/12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის II ნახევარი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47268241
Y: 41.91990246