ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 63
ObjectID: 63
ID: 63
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: მცირემასშტაბიანი ნაგებობა, თავისი არქიტექტურული შინაარსით, ქალაქის კულტურული მემკვიდრეობისთვის საკმაოდ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. ნაგებობის ეზოს შემომსაზღვრელ გალავანში პომპეზური შეისრულთაღიანი კარიბჭეა აღმართული. ცენტრში შეისრული ღიობის თაღია, მის ორსავ მხარეს კი ასევე თაღოვანი ნიშებია განთავსებული. კარიბჭე კრამიტით არის გადახურული. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, თავდაპირველად, მოგრძო ფასადით, კარიბჭისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული და მისკენ აივნით უნდა გახსნილიყო, თუმცა მოგვიანებით, აივნის ნაწილი უსახური მინაშენით ამოაშენეს. აივნის შემორჩენილ ფრაგმენტს, რომელიც სამი მხრივ კედლებშია მოქცეული, ვირული მოაჯირი საზღვრავს და თიტქოს ერთფეროვან ფასადს ამრავალფეროვნებს. ნაგებობა მოკლე ფასადით მომიჯნავე შენობისკენ არის მიმართული. სახლი გადახურულია ორქანობიანი კრამიტის სახურავით. შენობა ნაგებია კახური სამშენებლო ტექნიკის მსგავსად, რიყის ქვისა და ძველი ქართული აგურის კომბინაციით, კირის დუღაბზე. ფასადზე განთავსებული აივანი ხის არის. ასევე ხის საკმაოდ მძლავრი კოჭებია გამოყენებული, სართულშუა გადახურვებს, ალათებსა თუ სხვა კონსტრუქციულ დეტალებში. კედლის სიბრტყე, მარტივი ნალესობით არის დაფარული. შენობა გეგმარებით ანფილადის წყობის არის. შენობის საფსადე კომპოზიცია სადაა, თუმცა სწორედ შენობის ქუჩიდან შემომსაზღვრელი კარიბჭის გამო საკმაოდ პომპეზურად აღიქმება. კარიბჭეს, უმნიშვნელოვანესი მხატვრული აქცენტი შემოაქვს განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 134
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ბაგრატიონი/10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის ბოლო
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47217629
Y: 41.91968042