CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 61
ObjectID: 61
ID: 61
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი თ.ბაგრატიონის დამრეცი ქუჩის დასაწყისში დგას. შენობა თავისი პროპორციიტა და მასშტაბით ორგანულად ეწერება ქუჩს განაშენიანების საერთო ხაზში. რიყის ქვისა და ძველი ქართული აგურით ნაგები შენობა, ქუჩის არათანაბარ რელიეფს ემორჩილება. შენობის ცოკოლის სართულზე, რიყის საკმაოდ დიდი ზომის ქვები იკითხება, რაც შესაძლებელია მოწმობდეს, რომ ნაგებობა თავის დროზე ძველი შენობის საფუძველზე აშენდა. შენობის ძირითადი სხეულის სამშენებლო მასალა, ძველი ქართული აგურის საკმაოდ ფაქიზ წყობას წარმოადგენს, ალაგ-ალაგ დატანებულია რიყის ქვაც, თუმცა საერთო შთაბეჭდილებას, სწორედ აგურის წყობა ქმნის. შენობის საფასადო გადაწყვეტა ერთის მხრივ სადაა, აგურის დეკორატიული წყობით აქცენირებულია თაღოვანი ფორმის ღიობები. მეორე სართულზე კი ძირითად მახვილს ცენტრში შეკიდული ხის ჭვირული აივნი ქმნის, რომელიც ვიწრო ხის კონსოლებს არის დაყრდნობილი. ანალოგიური აივანი სახლს უნდა ჰქონოდა აღმოსავლეთის მოკლე ფასადზე, რასაც შემორჩენილი ხის საყრდენი კოჭები მოწმობს. აივნის ორივე მხარეს, თითო რკალური სარკმელია მოთავსებული, რომელთა თაღსაც ფასადს მიმყოლი ერთიანი კარნიზი შემოწერს. პირველ სართულზე, განლაგებული სარკმლების რიგს ორსავ მხრიდან თაღოვანი ნიშები კეტავს, რაც კომპოზიციას გაწონასწორებულს ხდის. მარჯვენა განაპირა კიდეზე შენობაში შესასვლელი სადარბაზოს კარია განთავსებული, ლითონის წინფრით.
გვერდითა ფასადი ძლიერ სახეცვლილია, თუმცა საბედნიეროდ უცვლელად არის შემორჩენილი მეორე სართულის ღიობთა დეკორატიული თაღები და საკმაოდ მაღალი სხვენის ძალზედ საინტერესო ზიგზაგური დეკორატიული წყობა.
შენობა შიდა ეზოს შემცველია, რომელში მოხვედრაც ქუჩის მხარეს არსებული ლითონის ჭიშკარიდან არის შესაძლებელი. შენობას დაბალი ქვის გალავანი, ეზოს მხირიდან შემოწერს. ერთ დროს ღია ხის აივნები დღეს შუშაბანდებად არის გადაკეთბული. მეორე სართული ეზოს, ფასადის მიმყოლი, აგურის საყრდენებზე დასმული ხის გადახურული კიბით უკავშირდება. მოგვიანო პერიოდში გაჩენილი მინაშენები, მის სტრუქტურას აკნინებს, თუმცა მიუხედავად ამისა, შენობა სავსებით ინარჩუნებს არქიეტქტურულ სისავსესა და მხატვრულ გამომსახველობას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 132
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ბაგრატიონი/8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის ბოლო
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47191985
Y: 41.91970305