ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 57
ObjectID: 57
ID: 57
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა ახვლედიანის ჩიხში მდებარეობს, და დიდწილად გასნაზღვრავს ჩიხის საერთო მასშტაბს. ორსართულიანი მაღალი სახლი ძველი აგურისა და რიყის ქვით არის ნაგები და საკმაოდ მასშტაბურია. ის ძლიერ არის გადაკეთებული, თუმცა სრულებით შესაძლებელია მისი პირველადი სტრუქტურის წაკითხვა. შენობის პირველი სართულზე აგურის, მრგვალი სვეტებია წარმოდგენილი. სვეტები ორდერის სტრუქტურაზეა აგებული, დეკორატიული კაპიტელებით აქცენტირებული. როგორც ჩანს, თავდაპირველად, სვეტებს შორის სივრცე ღია იყო, საიდანაც სართულზე მოხვედრა შეიძლებოდა, თუმცა მოგვიანებით ტერასა-შუშაბანდად ამოშენდა. II სართულზე ხის წახნაგა სვეტებიანი მდიდრულად დეკორირებული ჭვირული აივნებია განთავსებული, მის გამომსახველობას ჭვირული ფარდები აძლიერებს. ამ სართულზე ძველი ხის კიბეს ავყავართ, რომლის მოაჯირი უფრო სადა ორნამენტით არის შემკული. მეტად სახასიათო პირველი სართულის აგურის სვეტები და მეოე სართულის ხის მოხარატებული აივნების კომბინცია შენობას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. ნაგებობის ეზოს მხარეს ფასდი შელესილია. პირველი სართულის კარ-სარკმლების თავსართები რკალურია, ალათების ნახატი რთული. საინტერესოა ეზოს ფასადის მონაკვეთი, რომელიც ლურჯად არის შეღებილი. შენობა ძლიერ სახეცვლილია, გარდა იმისა, რომ ეზოს მხრეს უსახური მინაშენებია, ძირითად ფასდის ნაწილი ამოშენებულია. ძირითად ნაგებობაზე აგურის საკმაოდ მასშტაბური მინაშენია მიდგმული. ფასდის გარდა საინტერესოა შენობის სარდაფის სართული. ძველი ქართული აგურით ნაგები კედლები, რომლის წყობასაც დეკორატიული თაღები ანაწევრებს. გადმოცემის თანახმად, შენობა 1890 წელს უნდა იყოს აგებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 128
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ელ. ახვლედიანი/I შესახვევი 5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1890 წ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47287315
Y: 41.91543307