CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 53
ObjectID: 53
ID: 53
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ერთსართულიანი, მართკუთხა გეგმარების მქონე, აგურის, კრამიტით გადახურული სახლი შედარებით მაღალი ცოკოლით ორგანულად არის მორგებული რელიეფს. შენობის მთავარი ფასადი, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე გამოდის, მარტივი, აგურში ამოყვანილი პროფილებით არის შემკული. კედლის სიბრტყე დანაწევრებულია ოდნავ მორკალული თავსართებიანი კარ-სარკმლით, რომელთა თავსართებიც საერთო წყობიდან აგურის დეკორატიული განლაგებით და სხვადასხვა სიმაღლის პილასტრებით გამოიყოფა. სარდაფის სართულზე მცირე ზომის სარკმლების რიგირა მოქცეული. ფასადს ჰორიზონტალურად ანაწევრებს სარკმლებქვეშ მოქცეული აგურის სარტყლები და კარნიზი. სახლი გვირგვინდება მარტივად პროფილირებული მაღალი პარაპეტით, რომელიც სწორკუთხა ჩაღრმავებებითაა დანაწევრებული. აღსანიშნავია კომპოზიციის შუა ღერძიდან მარცხნივ გაჭრილი შესასვლელი ღიობი, რომელშიც ორფრთიანი სარკმლებით, ცხაურებით, სახელურებით, საფოსტო ყუთითა და სხვადასხვა ელემენტით გაფორმებული კარია მოთავსებული. შესასვლელს სადა, ორქანობა წინფრა ერთვის.
გვერდითა, ეზოსკენ მიმართულ ფასადზე ჭვირული აივანია მოქცეული, რომლის დანახვაც ქუჩიდანაც არის შესაძლებელი და შორიდანვე იპყრობს მნახველის ყურადღებას. აივანს ეზოს სიღრმეში მომრგვალებული ფორმა აქვს, დღეს შეფიცრულია. აივნის მოაჯირები და ფარდები ჭვირულია. თაღების სიმეტრიულ კომპოზიციას ცენტრიდან კიდეებისკენ გაშლილი მცენარეული ორნამენტი წარმოადგენს. სურათს კბილანისებური კარნიზი და "კრონშტაინების" რიგი ასრულებს. ეზოს მხარეს მიმართული ფასადი ცისფრადაა შეღებილი. აივანი ინტერიერს სწორკუთხა კარ-ფანჯრით უკავშირდება. აივანს ეზოსთან, ზღუდეს ზურგით დაყრდნობილი ხის, გადახურული და ასევე ჭვირული კიბე აკავშირებს (ჭვირული ელემენტების ნაწილი დაკარგულია და ერთიანი ხის დეტალებით არის შევსებული). სახლს ქვისა და აგურის გალავანი აქვს, რომლის კვადრატულ სვეტებს შორის ლითნის ორნამენტირებული ცხაურია ჩასმული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 124
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ელ. ახვლედიანი/30
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.; უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19-მე-20 სს. მიჯნა
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47263002
Y: 41.91453265