CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 51
ObjectID: 51
ID: 51
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ერთსართულიანი შენობა ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს და ჰარმონიულად ეწერება ქუჩის საერთო განაშენიანების ხაზში. დამრეცი რელიეფის გამო, შენობის სიმაღლე მასზე დაქვემდებარებით იცვლება, შესაბამისად სარდაფის მხოლოდ რამდენიმე ღიობი ამოიწერება მიწის დონიდან. შენობის საფასადო კომპოზიცია სადაა, აგურით ნაგები სადლი, რომელიც ასევე აგური დეკორატიული წყობით ამოყვანილი ელემენტებით ფორმდება. მთავარ ფასადზე გამოდის სარკმელის შვიდი ღიობი და მარჯვენა კიდეში ხის სადარბაზოს კარი. ფანჯრები ერთმანეთისაგან გამოყოფილია რუსტირებული პილასტრებით. სარკმელთა ქვეშ და თავზე სწორკუთხა ჩაღრმავებებია. სარკმლები გაფორმებულია პროფილირებული თავსართებით. სადარბაზო, ორივე მხრივ, საგანგებოდაა შემკული არათანაბრად რუსტირებული პილასტრებით. ორფრთიან, სხვადასხვა ელემენტებით გაფორმებულ კარს რკინის ცხაური ერთვის, რომლის სურათშიც ჩაწნულია ინიციალები, რუსული „ი’ და „კ“. შესასვლელს მცირე ზომის, კრამიტით დახურული და ხის ორნამენტებით გაფორმებული წინფრა ასრულებს. ფასადს ზემოთ ლავგარდანი და საკმაოდ მაღალი პარაპეტი აგვირგვინებს.
გვერდითა მხრიდან შენობას ხის ჭვირულ-დეკორატიული ელემენტებით შემკობილი აივანი გასდევს, რომელიც ხის წახნაგოვანი სვეტებით არის დანაწევრებული, მათ შორის კი დეკორატიული ჭვირული თაღებია აგდასრლილი. დაბალი ღობე, რომელიც შენობას ებმის, სწორედ მცირე ეზოს შემოსაზღვრავს. თელავური არქიეტქტურისათვის დამახასითებელი ამგვარი კომპონენტით, ერთდროულად ფასადისა და ეზოს ელემენტის დანახვა არის შესაძლებელი, რაც შენობას ძლიერ გამომსახველობას ანიჭებს.
შენობა თელავის არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო ნაგებობას წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 122
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ელ. ახვლედიანი/24
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნე
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47320186
Y: 41.91524966