CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 49
ObjectID: 49
ID: 49
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი აგურის სახლი ეზოსა და ნაწილობრივ ქუჩის მხარეს ხის ღია აივნებით იხსნება. ქუჩისკენ მოქცეული აივანი ამჟამად ჩამონგრეულია. სახლი ორ ნაწილად არის გაყოფილი და მისი ერთი ფლიგელი, თანამედროვე მასალით, მთლიანად არის განახლებული, ხოლო აუთენტური ნაწილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
ფასადს ხის ჭვირული აივანი მთელ სიგრძეზე მიუყვება. პირველ სართულზე შუშაბანდია მოქცეული (გვიანი ჩარევებით). აივნის მოაჯირები ორივე სართულზე ნაწილობრივ შემორჩა, უფრო მეტად შემონახულია აფრები და აუთენტური ხის კარები სახასიათო ორნამენტით. აივნების ჭვირის ნახატი განსაკუთრებულად მდიდრულია. მოაჯირის ნაწილი ჭვირულია, ნაწილი - რიკულებიანი, მათ შორის ხისავე თხელი და მაღალი პროპორციის, "კაპიტელებით" შემკული სვეტებია ჩართული. ჭვირული ფარდები სიმეტრიული კომპოზიციისაა. ცენტრში სამკუთხედი და "ბორბალია" მოთავსებული, რომელთა ორსავ მხარეს, მცენარეული ორნამენტი იშლება. მეორე სართულს, ეზოსთან, ხის გადახურული კიბე აკავშირებს. I სართული აგურის სწორკუთხა სვეტებით არის მოსაზღვრული, კარ-ფანჯრები და ალათები სწორკუთხაა. იგივე ხასიათის არის II სართულის ღიობების ნახატი. ინტერიერში ბუხრებია მოქცეული. მეორე სართულის ბუხარს ლითონის ნაჭედი კარი ერთვის, მცენარეულ ჩარჩოში მოქცეული მოჯირითეების გამოსახულებით. აღსანიშნავია ღიობების სამ და ორფრთიანი დარაბები, კარის სახელურები, სარდაფში ჩამავალი აგურის ვიწრო კიბე, რაც ინტერიერის თავდაპირველი სახის აღქმას ხდის შესაძლებელს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 118
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ელ. ახვლედიანი/12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნე
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47390921
Y: 41.91592945