ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 46
ObjectID: 46
ID: 46
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საბავშვო ბაღი
Description: ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე, ერთსართულიანი აგურის შენობა ცოკოლზე დგას. კოხტა პროპორციების სახლის მთავარი ფასადი სიმეტრიულობით გამოირჩევა, რასაც ხაზს უსვამს კომპოზიციის მახვილი, შუა ღერძზე მოთავსებული სადარბაზოს ხის კარი, მცირე ზომის წინფრით. ორფრთიან ხის კარს მცენარეული ცხაურით გაფორმებული მაღალი და ვიწრო პროპორციის ფანჯრები ერთვის, რომლებსაც დეკორატიულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი სამკუთხა ფრონტონები ასრულებს. შესასვლელის ერთსა და მეორე მხარეს სამ-სამი სარკმელია განაწილებული. სარკმლის თავსართები აგურის დეკორატიული წყობით არის აქცენტირებული. ფანჯრებს გასდევს აგურით გამოყვანილი თარო. სახლს აგვირგვინებს დეკორატიული, კბილანისებური კარნიზი და მაღალი პარაპეტი. პარაპეტი სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტებით თანაბრად არის დანაწევრებული. კარნიზითაა გამოყოფილი სარდაფის სართულიც. სადარბაზო კარი, ორივე მხრიდან, აგურის პილასტრებითაა აქცენტირებული, რომლებიც ფასადს მთელ სიმაღლეზე გასდევს. ინტერიერში ორი ოთახის საერთო კედელში მოქცეულია ბუხარი, რომელიც ორი სხვადასხვა სივრცის გასათბობად გამოიყენებოდა. შენობა გადახურულია თუნუქით. ნაგებობას აგურთ ამოყვანილი სარდაფი ერთვის. სახლს გვერდიდან და ეზოს მხრიდან აქვს მინაშენები, რომლებიც მას ძალიან უცვლის პირვანდელ სახეს და უგემოვნო არქიტექტურით გამოირჩევა. აღნიშნული მინაშენები დაახლოებით 18 წლის წინანდელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 117
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ელ. ახვლედიანი/8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნე
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>საბავშვო ბაღი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47419056
Y: 41.91624521