CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4612
ObjectID: 4612
ID: 4612
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი მასშტაბური შენობის ქუჩისკენ მიმართული ფასადი ევროპულ ხუროთმოძღვრულ სტილს ექვემდებარება. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია. ცენტრში, რუსტირებულ არეზე გაჭრილია ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბი, რომელსაც შუაზე გაყოფილი რკალური ფრონტონი ერთვის. ფრონტონის რკალში, მეორე სართულის სარკმლის შემომსაზღვრელი დორიული კაპიტელით შემკული პილასტრების ერთგარი მაღალი ბაზისები იჭრება. ფანჯარას ერთმანეთის მიმყოლ პროფილირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი კლასიცისტური თარო აგვირგვინებს. მას ერთვის მესამე სართულზე განლაგებული მუცლიანი რკინის მსუბუქი, ცენტრული კომპოზიციის მქონე რკინის ცხაურით შემოსაზღვრული აივანი, რომლის გვერდითა მხარეები სახელდახელოდ არის ამოშენებული. ფასადის აღწერილი ცენტრალური მონაკვეთის ორსავ მხარეს, პირველ სართულზე დიდი ზომის კვადრატული სარკმლებია გაჭრილი, რომელთაგან ორი მოგვიანებით კარად არის გადაკეთებული. ამავე სართულის არე ხუროთმოძღვრული სამკაულით დანაწევრებული არ არის. ერთიანი კედლები მონუმენტურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, საყრდენ სართულს კი მყარს ხდის. მეორე სართულის სარკმლებს პროფილირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი კლასიცისტური თაროები აგვირგვინებს. თაროებსა და ფანჯრებს შორის მოქცეული მართკუთხა სიბრტყე პლასტიკით არის გაფორმებული. ცენტრში მოთავსებული ვარდულის ირგვლივ, სარკისებურად მცენარეული სურათი იშლება. ღიობების შემამკობელი საპირეები სადაა. ფანჯრებქვეშ თითო რუსტია მოქცეული, რაც მათი თანმიმდევრული განლაგებით წარმოქმნილ რიტმსა და გაწონასწორებულ კომპოზიციას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის. მესამე სართულის სარკმლების დაბალ რკალს, ფასადის მთელ სიგრძეზე გავლებული ერთიანი, უწყვეტი კარნიზი შემოწერს, რაც რკალურ ფრონტონებს მიმსგავსებულ ფორმებს წარმოქმნის. შენობას სადა კარნიზი ასრულებს. ეზოს მხრიდან ექსტერიერი ერთიან, შელესილი, თანმიმდევრულად განლაგებული ფანჯრებით დანაწევრებული სურათით არის წარმოდგენილი. ნაგებობა ეზოს ოთხი მხრიდან შემოწერს. სადარბაზოს ფლიგელი ეზოს სივრცეშია შეჭრილი, შენობის კუთხე კი სიღრმეშია შეწეული და რამდენიმე წახნაგოვან სიბრტყეს ქმნის. აღნიშნული სახლი მიმდებარე განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კომპოზიციის ვერტიკალური დომინანტითა და მის ორსავ მხარეს გაშლილი თანაბარი ფრთებით შექმნილი კომპოზიცია, სისადავე, თავშეკავებით, გააზრებულად მორთული, ნაკლებად დანაწევრებული, მასიური ფასადი მონუმეტურობის თვისებას შეიცავს, რაც მის მხატვრულ ღირებულებას ერთი-ორად ზრდის და თბილისის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად აქცევს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4363
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თაბუკაშვილი რეზოს ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1903წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>სკოლა;
საგანმანათლებლო, სამეცნიერო;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80128078
Y: 41.69775992