{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4611?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4611?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4611?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4611",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4611,
    "ID" : 4611,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი   ვაჩნაძენატოს 3/აბაშიძე გრიგოლის 10",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სწორკუთხა გეგმაში ჩაწერილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული. მისი ორივე ფასადი ასიმეტრიულია. რუსტირებულ პირველ სართულზე მცირე  დაბალი, სადა საპირეებით შემოწერილი სარკმლების მწკრივია მოთავსებული, რომელთაგან ერთ-ერთი ამოშენებულია. ფანჯრების რიგს შორის ორი, ერთი - თავდაპირველი, მეორე - გვიანი კარია გაჭრილი. სადარბაზოს ორფრთიანი ხის კარი სწორკუთხა, ცხაურებით გაფორმებული სარკმლებით არის შემკული. კარს ხის უბრალო წინფრა ერთვის. სადარბაზოში რიკულებიანი მოაჯირით შემოსაზღვრული ხის კიბეებია მოწყობილი. \nქუჩის დაფერდების გამო, შენობას სარდაფის სართული ემატება, რომელზეც პატარა ღიობებია გაჭრილი.  მეორე სართულის სარკმლების გარკვეული ნაწილი სწორკუთხოვანია, ზოგიც მაღალი თაღით ბოლოვდება. რკალური სარკმლები ცენტრშია მოთავსებული და მას ორივე მხრიდან მართკუთხა ფანჯრები ერთვის. ამავე სართულზეა შეკიდული მოდერნის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი გირლიანდებისა და მცენარეული გვირგვინის გამოსახულებით გაფორმებული რკინის აივანი. გრიგოლ აბაშიძის ქუჩისკენ მიმართული ფასადი კიდევ უფრო სადად არის მორთული.  კარნიზით გამიჯნულ სართულებზე უბრალო საპირეებით შემოსაზღვრული ღიობებია გაჭრილი. შენობას დაუნაწევრებელი ფრიზი და მას დართული კბილანისებური კარნიზი აგვირგვინებს. მეორე სართულზე მცირე ზომის აივნებია შეკიდული. \nშენობა ეზოს შემცველია. მისკენ მიმართული ფასადი კედელზე მოთავსებული შვერილი შუშაბანდითა და რიკულებიანი მოაჯირით გაფორმებული აივნებით არის წარმოდგენილი. აივანი ეზოს რკინის კიბით უკავშირდება. ეზოში აგებულია  ძირითადი ნაგებობისგან განცალკევებით მდგარი უსახური, დაბალი შენობა. \nზემოთ აღწერილი საცხოვრებელი სახლის სადა ფასადს მოდერნის სტილის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი რკინის ცხაურით გაფორმებული აივანი მრავალფეროვნებას სძენს. ნაგებობა ეზოს მხრიდან ტრადიციული თბილისური იერის მატარებელია. ის ორი ქუჩის კუთხეს კარგად განსაზღვრავს და მიმდებარე განაშენიანების ერთიანი სურათის შექმნაში მნიშვნელოვან როლი უჭირავს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4312",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ვაჩნაძე ნატოს ქ./3.აბაშიძე გრიგოლის ქ./10",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1850",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.802008290000003,
    "Y" : 41.696239660000003
  }
}