{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4610?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4610?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4610?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4610",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4610,
    "ID" : 4610,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი   ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა გეგმაში, ერთი კუთხით გახსნილ მართკუთხედს წარმოადგენს. აგებულია ე.წ. \"ქართული აგურით\" და სამსართულიანია. შენობა განთავსებულია რთულ რელიეფზე, მარცხენა მხრიდან, არსებულ განაშენიანებაშია ჩართული, მარჯვენა მხრიდან კი გრიბოედოვის ქუჩის პერპენდიკულარულად განვითარებულ, ვიწრო ქუჩაზე გადის. \nშენობის მთავარი ფასადი შელესილი და შეღებილია. აღნიშნულ მონაკვეთში გრიბოედოვის ქუჩა, მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ დაფერდებულია, რის გამოც, ფასადის მარჯვენა კუთხეში სარდაფის სართული თითქმის, მთლიანად მიწის ზემოთაა მოქცეული. მის გლუვ კედელში, ზემოდან მსუბუქი კონსტრუქციით გადახურული კარია გაჭრილი, კარის მარცხნივ კი სამი ფანჯარაა - აღნიშნული ფართი კომერციულადაა ათვისებული. მთავარ ფასადზე არსებული ყველა ღიობი მშვილდათაღოვანია, სართულები ერთმანეთისგან ჰორიზონტალური სარტყელებით გამოიყოფა. პირველ სართულზე, მარცხნიდან მეხუთე და მეშვიდე ღიობი კარისაა, უკანასკნელი სადარბაზოსი, პირველი კი მოგვიანებით, ფანჯრის გაფართოვების შედეგად წარმოიშვა და სართულის ამ მონაკვეთში არსებულ, ტექნიკის მაღაზიას ეკუთვნის. აღნიშნული სართულის ფანჯრების ქვეშ არსებული კედელი გლუვია, ფანჯარათა მოჩარჩოების დონიდან, შუაკედლისებს სწორკუთხა რუსტებისგან შექმნილი პილასტრები აუყვება. \nმეორე სართულის გადაწყვეტა პირველის მსგავსია, ოღონდ, აქ ფანჯარათა ჩამოსწვრივ, მათივე სიგანის ვიწრო სწორკუთხა უბეებია მოთავსებული. მარჯვნიდან მესამე და მეცხრე ღიობი კარისაა და აჟურულმოაჯირიან ლითონის შეკიდულ აივანზე გადის. მესამე სართულის დონეზე, აღნიშნულ აივანთა გასწვრივ, ისევ აივნებია, ოღონდ ოდნავ მოზრდილი. მესამე სართულის დანარჩენი ღიობები ფანჯრისაა. მათ შორის კედლები მოურთავია და გლუვად გატოვებული, მხოლოდ ღიობებს შემოწერს სადა პროფილები. \nფასადი კარნიზით სრულდება, რომელსაც მოსდევს პარაპეტი. პარაპეტის გლუვ კედელში ჰორიზონტალურად წაგრძელებული უბეებია მოთავსებული, მის თავზე კი შვერილი კარნიზია. ფასადის გლუვი კედლები პირველ და მეორე სართულებზე მოვარდისფრო ტონისაა, ასეთივეა პარაპეტის უბეთა კედლები, ფასადის დანარჩენი ნაწილები კი ღია ვარდისფერია. \nა. გრობოედოვის ქუჩის დონიდან პერპენდიკულარულად, ზემოთკენ აღმავალ ქუჩაზე გამავალი, ვიწრო ფასადი მეორე და მესამე სართულზე შეულესავადაა დატოვებული, ფასადის სიბრტყეში გაჭრილია სწორკუთხა და მშვილდათაღოვანი ღიობები. მესამე სართულის მარცხენა განაპირა ღიობი კარისაა და ლითონის შეკიდულ აივანზე გადის, რომელსაც მსუბუქი კონსტრუქციის მქონე ცალქანობა გადახურვა აქვს. აღნიშნულ კედელს მარჯვნივ, დაახლოებით პირველი სართულის სიმაღლის, შელესილი კედელი აგრძელებს, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკარი. ჭიშკრის მარჯვნივ მართკუთხა ფანჯარაა, იგი ამ მონაკვეთში არსებულ თონეს ეკუთვნის. \nშიდა, კვადრატულ ეზოს, სახლი სამი მხრიდან მთლიანდ, ერთი მხრიდან კი ნახევრად ფარგლავს. ოდესღაც არსებული, ეზოსკენ მიმართული ღია აივნები, ძირითადად, ან შუშაბანდებადაა გადაკეთებული ან ამოშენებულია. ეზოს ოთხ ნაწილში ხის კიბეებია მოწყობილი, რომლებიც საკუთარ მონაკვეთში სამივე სართულზე არსებულ ბინებს ემსახურება. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის II ნახევარში. მთავარი ფასადის მორთულობაში გამოყენებულია კლასიციზმის ელემენტები. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4079",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გრიბოედოვის ქ./28",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.792052179999999,
    "Y" : 41.70198456
  }
}