{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4608?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4608?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4608?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4608",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4608,
    "ID" : 4608,
    "Name" : "საზოგადოებრივი შენობა",
    "FullName" : "საზოგადოებრივი შენობა   ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "მსხვილმასშტაბიანი აგურის შელესილი შენობა გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა და, როგორც გეგმით, ასევე ფასადის კომპოზიციით, სიმეტრიულია. სამსართულიანი ნაგებობის მთავარი ფასადი, რომელიც პ. ინგოროყვას ქუჩაზე გამოდის, სარკმლების მწკრივისა და მათში ჩართული აივნებისგან შედგება. ფასადის კიდეები რიზალიტებს წარმოადგენს, დამატებით ორი რიზალიტია ჩასმული ფასადის შუა ღერძიდან თანაბარი დაშორებით. რიზალიტებს შორის კი სწორკუთხა სარკმლების რიგია. პირველ სართულზე კიდეებში ფართო ღიობებია გაჭრილი, მარცხნივ თაღითა და შუაში საჭექი ქვით შემკული ჭიშკარია გაჭრილი, ხოლო მარჯვნივ შედარებით დაბალი სწორკუთხა შესასვლელია მოწყობილი. ოთხივე რიზალიტი მეორე და მესამე სართულებზე იდენტურად არის გაფორმებული, იმ განსხვავებით, რომ შუა რიზალიტებზე აივნებია, განაპირაზე კი სწორკუთხა სარკმლები. ყველა რიზალიტის კიდეებში კანელურებიან პილასტრზე დაყრდნობილი კომპოზიტური კაპიტელებია ჩასმული. რაც შეეხება სარკმლებს, პირველ სართულზე ისინი სადა სწორკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული, მეორე სართულზე კი მათ თავზე მცენარეული ორნამენტით ამოვსებული რუსტი ემატება, ხოლო მესამე სართულის ღიობებს ქვეშ მასიური გირლანდებია ჩასმული. სართულშუა სარტყლები განსხვავებული წრიული ორნამენტებითაა შემკული. რაც შეეხება ფასადის ზედა ნაწილს, აქ მთელ სიგრძეზე ანტაბლემენტია მოწყობილი, რომელშიც რიზალიტების თავზე პარაპეტებია ამოშვერილი. აივნიანი რიზალიტების პარაპეტები მცენარეული ორნამენტებითა და ორი ბავშვის გამოსახულებითაა დეკორირებული. ფასადს ზედა ნაწილში მთლიანად გასდევს ყვავილოვანი ჩუქურთმა, რის ზემოთაც იონიკური ორნამენტი და კრონშტაინების მწკრივი მოდის. ხუროთმოძღვრული ელემენტების განაწილებით საფასადე კომპოზიციაში მიღწეულია წონასწორობა. აღნიშნული მასშტაბური შენობა მიმდებარე განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4450",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ინგოროყვა პავლეს ქ./8",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "ადმინისტრაციული;",
    "CurrentFunction" : "საგანმანათლებლო, სამეცნიერო\u003e\u003eკვლევითი ინსტიტუტი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79753504,
    "Y" : 41.693433560000003
  }
}