ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4604
ObjectID: 4604
ID: 4604
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, სამსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში "L"-ის მაგვარია. ბესიკის ქუჩაზე გამავალი, მთავარი ფასადი განაშენიანებაშია ჩართული და ქუჩის მარცხნიდან-მარჯვნივ დაფერდების გამო, მისი სარდაფის მარჯვენა ნაწილი თითქმის, მთლიანად მიწის ზემოთაა მოქცეული. აღნიშნულ მონაკვეთშია გაჭრილი ეზოში შემავალი მშვილდათაღოვანი გვირაბი. სარდაფის კედლის დანარჩენი ნაწილები სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. ფასადი სიმეტრიის ღერძზე და გვერდით ნაწილებში მსუბუქი რიზალიტებითაა გართულებული. სართულებს შორის გავლებულია ჰორიზონტალური სარტყლები. სამივე სართულზე არშიაშემოვლებული სწორკუთხა და თაღოვანი ღიობები სანდრიკებითა და მცენარეული ზედაპირის მქონე საჭექი ქვებითაა დასრულებული. ზოგან ღიობთა ქვეშ გირლიანდები, ზოგან კი სწორკუთხა უბეებია მოთავსებული. რიზალიტთა ფარგლებში, მეორე სართულის დონიდან მათ განაპირა კუთხეებს კანელურებით დაღარული, კორინთული კაპიტელების მქონე, მაღალი პილასტრები აუყვება. მთლიანად ფასადი სრულდება შვერილი კარნიზით. ეზოს მხარეს, ოდესღაც არსებული, ხის ღია აივნების ნაცვლად, ამჟამად, თაღედზე დაბჯენილი ლოჯიებია მოთავსებული. შენობა თუნუქითაა დაბურული. სახლი, XX საუკუნის 90-იან წლებში დაიწვა და გადარჩა მხოლოდ მისი გარე კედლები. ის მალევე აღადგინეს. მთავარი ფასადი თავდაპირველია. ფასადის მორთულობაში შეინიშნება რენესანსისა და ბაროკოს ნიშნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3973
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბესიკის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>გამომცემლობა;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79588655
Y: 41.69859129