CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4602
ObjectID: 4602
ID: 4602
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამრთზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი ე.წ. "ქართული აგურითაა" აგებული და გეგმაში ლათინურ "L"-ს წარმოადგენს. ძმები ზუბალაშვილების ქუჩისკენ მიმართული მთავარი, შელესილი ფასადი, სარდაფის სართულითაა ამაღლებული, რომლის კედლებიც დაბალი რუსტებითაა დაფარული და ქვედა ნაწილში მშვილდათაღოვანი, ვიწრო სარკმლებითაა დანაწევრებული. პირველი სართულის მარცხენა ნაწილში სწორკუთა გეგმის მოცულობაა მიდგმული (მოცულობა არ არის შენობის თანადროული). მის გვერდით კედელში მოთავსებულია სახლის ამ მონაკვეთში მოსახვედრი კარი, რომლის წინაც ლითონის მოაჯირიანი კიბეა. საფასადო მხარეს კი მასში ვიწრო სარკმელია მოთავსებული. პირველი სართულის მშვილდათაღოვანი ფანჯრები მოურთავია, მხოლოდ მათ ქვემოთ, ოდნავი დისტანციით, გავლებულია ერთსაფეხურიანი, ჰორიზონტალური სარტყელი, რომლის ქვეშაც, ფანჯარათა ჩამოსწვრივ მათივე სიგანის ვიწრო, სწორკუთხა უბეებია მოთავსებული. პირველი და მეორე სართულის ერთიანი კედლის სიბრტყე, მეორე სართულზე, ზემოთ ნახსენებ სარკმელთა ასწვრივ გაჭრილი, სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. მარჯვნიდან მეორე და მეოთხე ღიობი კარისაა და ლითონის მოაჯირიანი, მსუბუქი გადახურვის მქონე, შეკიდული აივნები აქვს მიდგმული. ფასადი სრულდება ორსაფეხურიანი კარნიზით, რომელსაც მოსდევს ასევე ორსაფეხურიანი კარნიზით დასრულებული პარაპეტი. ქუჩის პარალელურად განვითარებული სახლის მკლავი მარჯვენა მხრიდან განაშენიანებაშია ჩართული. მარცხენა მხრიდან, პირველი სართულის ნახევარი სიმაღლის ვიწრო კედელში, მეორე სართულზე ამავალი კიბის ლითონის კარია მოთავსებული. კარის მარცხნივ ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკარია. მარცხენა კედელზე დიაგონალურად მიდგმული, მეორე სართულზე ამავალი, ლითონის კიბე ამოშენებულია და გადახურული, რითიც იქმნება შეკიდული გვირაბი. გვირაბის საფასადო მხარეს ორი წრიული სარკმელია გაკეთებული. სახლის ეზო ლათინური "L"-ის მოხაზულობისაა. ეზოსკენ გამავალ ნაწილში, ხის ღია აივანთა უმეტესობა ამჟამად, ამოშენებულია, ან შემინული. სახლი აშენებული უნდა იყოს XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები ზუბალაშვილების ქ./25
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს; ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული; მე-20 საუკუნის დასაწყისი.
DateRangeFrom: მე-19
DateRangeTo: მე-20
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79551061
Y: 41.6986084