ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 45
ObjectID: 45
ID: 45
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: მაღალი ორსართულიანი სახლი ახვლედიანის ქუჩის აღმართის დასაწყისში დგას. სახლის ფასადი მდიდრულად არის გაფორმებული. ექსტერიერში გამოყენებულ ხუროთმოძღვრულ დეტალებს ცრურუსტიკა, პროფილირებული პილასტრები, დეკორატიული კარნიზები და ცენტრში მკვეთრად აქცენტირებული ფრონტონი წარმოადგენს. ცენტრალურ ღიობზე ლითონის ნაჭედი აივანია გადმოშვებული, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დეტალი ცხადყოფს სახლის არქიტექტურის სიახლოვეს სახაზინო პროექტების მოთხოვნებთან და ამით სახლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თელავის XIX-XX ს. მიჯნის არქიტექტურაში. მთავარი, ახვლედიანის ქუჩისკენ მიმართული ფასადი სიმეტრიულად არის გადაწყვეტილი. ცენტრალური ღერძის ორსავ მხარეს ოთხ-ოთხი მართკუთხა ღიობია განაწილებული. ცენტრალური ნაწილი აღნიშნულია, ბაროკული სტილისათვის დამახასიათებელი, შუაზე გაჭრილი რკალური ფრონტონით და შეკიდული ლითონის ჭედური აივნით. სართულშუა სარტყელი პროფილირებულია. კედლის სიბრტყე ნალესი რუსტიიკით არის გაფორმებული. თითოეული ღიობის თავსართი ორნამენტირებული სწორხაზოვანი თაროთია დახურული, რომელიც დეკორატიულ კრონშტაინებს არის დაყრდნობილი. აივანზე გამავალი კარი დეკორატიული საჭექი ქვით გაფორმებული თაღით არის დასრულებული, რაც საფასადე კომპოზიციის შუა ღერძს კიდევ უფრო გამოკვეთს. ფასადს მასიური, პროფილირებული კრონშტაინებით დანაწევრებული ფრიზი და მძლავრი კარნიზი ასრულებს. ფასადის განაპირა ღიობი სადარბაზო კარს ეკავა (ამჟამად კერძო ბინის შესასვლელს წარმოადგენს). თავდაპირველი კარი დაკარგულია და თანამედროვე, ლითონის კარით არის ჩანაცვლებული. ჭიშკრისკენ არსებული გვერდითი ფასადი გადალესილია ცემენტის ხსნარით, მიშენებული აქვს ახალი აივანი, დაკარგული აქვს აუთენტურობა. მეორე გვერდითი ფასადი შემონახულია თავდაპირველი შერეული წყობით. ეზოს მხარეს სახლს, ორივე სართულზე, მთელს სიგრძეზე, ხის სვეტებიანი ჭვირული აივანი გასდევს, რომელიც სახლის კუთხეებს მრგვალად შემოწერს. შვეტებს შორის ორნამენტირებული თაღოვანი ფარდებია მოთავსებული, რაც ფასადს პომპეზურობას მატებს. სართულები ერთმანეთს აივნისავე სივრცეში მოქცეული ხის კიბით უკავშირდება. ოთახების რიგი აივანზე გამოდის, ხოლო შიდა გეგმარებით ერთიან ანფილადად იკვრება. პირველი სართული, გვიანი მინაშნებუთ ნაწილობრივ სახეცვლილია. აღსანიშნავია ძველი აგურით ნაშენი, თაღოვანი სარდაფი. ინტერიერებში შემორჩენილია შელამფული ჭერი, ხის იატაკი, ძველი დარაბები, კარ-ფანჯრების სახელურები, მოჭიქული ბუხრები. გადმოცემით, სახლი შეძლებულ სომეხ ვაჭარს ეკუთვნოდა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 116
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ელ. ახვლედიანი/7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს. მე-2 ნახევარი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47440541
Y: 41.9160644