ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4599
ObjectID: 4599
ID: 4599
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ნიკოლაძე იაკობის 22
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში ლათინურ "ლ"-ს წარმოადგენს. ი. ნიკოლაძის ქუჩაზე გამავალი, მთავარი ფასადის მარცხენა კუთხეში წყვილი კარის ღიობია მოთავსებული, მარჯვენა პირველ სართულს ემსახურება, მარცხენა კი - მეორეს. საკუთრივ ის ფლანკირებულია პილასტრებით, რომლებიც ზედა ნაწილში რუსტებითაა გამოყვანილი. სართულის დანარჩენ ნაწილში ორი, სწორკუთხა ფანჯარაა, რომლებიც მხოლოდ ქვემოდანაა მოჩარჩოებული კედელზე გავლებული ჰორიზონტალური სარტყელით. სარტყელის ქვემოთ სარდაფის გლუვი კედელია, რომლის ქვემოთაც, მიწის სიღრმეში, ქუჩის პარალელურად, მარცხნიდან-მარჯვნივ განთავსებული კიბე ჩადის. კიბის ნაწილს, მიწის ზემოთ შემოვლებული აქვს დაბალი კედლის ზღუდე. პირველი სართული სრულდება ჰორიზონტალური სარტყელით. მეორე სართულს მიდგმული აქვს ახალი მინაშენი, რომელიც ორადაა გაყოფილი, მარჯვნივ მსუბუქი გადახურვის მქონე აივანია, მარცხნივ კი - სწორკუთხა ფანჯრის მქონე ლოჯია. აივანს წინა მხარეს, კუთხეებში და შუაში შედგმული აქვს წრიული ლითონის სვეტები. აივნის სიღრმეში ორი სწორკუთხა კარია მოთავსებული, მისი გადახურვის ზემოთ, კარის ღიობთა ასწვრივ კედელში მოჩანს ორი შვერილი, პროფილირებული თარო, რომლებიც აშკარად, ხსენებულ ღიობებს ეკუთვნის. ფასადი გლუვი კედლით სრულდება. საფასადო მხარის მარცხენა ნაწილში, პატარა, სწორკუთხა ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკარია მოთავსებული. საკუთრივ შენობა ეზოს ორი მხრიდან ფარგლავს. მესამე ნაწილში მეზობელი სახლის ყრუ, შეულესავი კედელია, რომელსაც დიაგონალურად აუყვება ხის, მსუბუქი გადახურვის მქონე კიბე, ის ეზოზე გამავალ, მეორე სართულს ემსახურება. ეზოს ნაწილში, ოდესღაც არსებული, ხის გახსნილი აივნები ამჟამად, შემინულია. სახლი გადახურულია თუნუქით. საფასადო მხარე ძლიერ დაზიანებულია გვიანი მინაშენით. შენობა აგებული უნდა იყოს XX სუკუნის დასაწყისში.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნიკოლაძე იაკობის ქ./22
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78172752
Y: 41.70887857