CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4598
ObjectID: 4598
ID: 4598
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი კოსტავას 42
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი მ. კოსტავასა და შ. ღამბაშიძის ქუჩათა კუთხეში მდებარეობს. ის გეგმაში წაგრძელებულ მართკუთხედს წარმოადგენს და აგებულია ე.წ. "ქართული აგურით". მ. კოსტავას ქუჩაზე გამავლი მთავარი ფასადი, გრძივად მიუყვება ქუჩას. პირველი სართული, სხვადასხვა ზომის, სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული და კომერციულადაა ათვისებული. მისი გლუვი კედელი ორსაფეხურიანი სარტყელით სრულდება. მეორე სართულის კედელი ჰორიზონტალური ხაზებითაა დასერილი და თანაბარი რიტმით გაჭრილი, სწორკუთხა ღიობებით ნაწევრდება. მარცხნიდან მესამე და მეოთხე (კარი) ღიობებს წინიდან აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს მიდგმული. სართულის ყველა ფანჯარა ზედა სამი მხრიდან არშიაშემოვლებულია, მათ ჩამოსწვრივ, და ხსენებულ სარტყელს შორის არსებულ კედლებში, სწორკუთხა ჩაღრმავებებია გაკეთებული, ისინი კი თავის მხრივ, ფლანკირებულია იმპოსტისებრი, გლუვი შვერილებით. ღიობები დაგვირგვინებულია სამკუთხა, შეტეხილფრონტონებიანი სანდრიკებით. შეტეხილ ნაწილებში პროფილირებული წრეებია ჩასმული. ფასადი ვიწრო კარნიზით სრულდება, რომელსაც მოსდევს, ძლიერ შვერილი კარნიზით დასრულებული პარაპეტი. პატაპეტის გლუვი კედელი, ღიობთა ასწვრივ შევსებულია მართკუთხა პროფილირებული ჩარჩოებით, ყოველი მათგანის ორსავ მხარეს კი შვერილი კარნიზის დამჭერი, ნაძერწი კრონშტეინებია დასმული. მთავარი ფასადის გლუვი ნაწილები მოყვითალო ტონისაა, პროფილები კი თეთრადაა შეღებილი. შ. ღამბაშიძის ქუჩაზე გამავალი შელესილი და ყვითლად დაფერილი, განივი, გლუვი ფასადი სწორკუთხა ღიობებით იყო დანაწევრებული (პირველზე - ორი, მეორეზე - სამი). ამჟამად, სამი მათგანი ამოშენებულია და მათ ნაცვლად, უბეებია გაკეთებული. აღნიშნული კედელი კარნიზით სრულდება. ეზოს მხარეს მიმართული გრძივი ფასადი, დამრეცი რელიეფის გამო, ერთსართულიანია და ძლიერ სახეცვლილია: მას თბილისისთვის ტრადიციული, ხის ღია აივანი ექნებოდა, ამჟამად კი მინაშენებითაა დამახინჯებული. შენობა გადახურულია თუნუქით. ის აშენებული უნდა იყოს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მისი მთავარი ფასადის მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმისა და ბაროკოს ნიშნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4508
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოსტავას I გას./42
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;
მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;
სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.7850549
Y: 41.70881567