CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4588
ObjectID: 4588
ID: 4588
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: კორნელი ტატიშჩევის მიერ დაპროექტებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ხუროთმოძღვრული ელემენტებით უხვად არის შემკული. მისი ფასადი ასიმეტრიულია. ორივე განაპირა ნაწილში რიზალიტებია მონიშნული, რომელთა კუთხეებსაც მაღალი, წვრილი ღეროს მქონე კორინთული კაპიტელებით დაგვირგვინებული პილასტრები ერთვის. მარჯვენა რიზალიტში ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი, რომელშიც რკინის აჟურული ჭიშკარია მოთავსებული. მის თავზე მუცლიანი, ასევე აჟურული ცხაურით შემოსაზღვრული აივანია შეკიდული, მესამე სართულზე კი სარკმელია მოქცეული. მარცხენა რიზალიტში მკვეთრად შვერილ პილასტრებს შორის, შენობაში შესასვლელი განიერი და დაბალი ღიობია დატანილი. ორფრთიანი ხის კარი ნიჟარების გამოსახულებებით, რუსტებითა და თაღოვანი სარკმლებით არის გაფორმებული. სადარბაზოში რკინის აჟურული მოაჯირით შემოსაზღვრული ქვის კიბეა წარმოდგენილი, რომელსაც შუქფარნის ფრაგმენტი ერთვის. კარის თავზე მუცლიანი, აივანია მოთავსებული, მესამე სართულზე კი - ერთი სარკმელი. რიზალიტებს შორის ერთმანეთისგან საკმაო მანძილით დაშორებული სამ-სამი სარკმელია დატანილი. პირველი სართულის რუსტირებულ ზედაპირზე სადა ჩარჩოთი შემოსაზღვრული ფანჯრებია წარმოდგენილი. მეორე სართულის ღიობები თაროებით არის შემკული, რომელთა ქვეშაც ადამიანის თავის გამოსახულება და მის ორსავ მხარეს სიმეტრიულად გაშლილი კომპოზიციაა დატანილი. სარკმლებს შორის, ცენტრში კი რომბში მოქცეული ლომის თავის ჰორელიეფური გამოსახულებაა მოთავსებული. მესამე სართულის სარკმლებს ნიჟარები ამკობს, მათ შორის პროფილირებულ რკალში მოქცეული ტონდოებია დატანილი. შენობას სადა კარნიზი, რუსტებითა და ადამიანის თავის გამოსახულებებით გაფორმებული კრონშტაინებით დანაწევრებული ფრიზი აბოლოებს. ეზოს მხარეს შენობა ღია ხის აივნებით იყო მიმართული, რომელთა ნაწილიც დროთა განმავლობაში შუშაბანდებად გადაკეთდა, ან ამოშენდა. მხოლოდ მესამე სართულზეა შემორჩენილი ხის ჭვირული მოაჯირით გაფორმებული აივნის ფრაგმენტი. ეზოში რამდენიმე გვიანი, ერთსართულიანი უსახური შენობა დგას. აღწერილი საცხოვრებელი სახლი ბაროკოსა და როკოკოს არქიტექტურული ელემენტებით უხვად არის შემკული, რაც მას პომპეზურობას სძენს. ეზოს მხრიდან კი თბილისური სახლისათვის დამახასიათებელი ხის აივნების შემცველი იყო, რომლებმაც დროთა განმავლობაში სახე იცვალა. მაღალი მხატვრული ღირებულების ნაგებობა ლადო გუდიაშვილის ქუჩის განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ირგვლივ მდებარე მსხვილმასშტაბიან ნაგებობებთან ერთად მის სილუეტსა და მხატვრულ სახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4098
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გუდიაშვილი ლადოს ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1899წ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული
Accuracy: სწორია
X: 44.80052738
Y: 41.697402