ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4585
ObjectID: 4585
ID: 4585
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ხუთსართულიანი სახლი გეგმაში ლათინურ "ლ"-ს წარმოადგენს. ის აგებულია ახალი აგურით. პირველი ორი სართული დაუდევრად დამუშავებული, შვერილი რუსტებითაა მოპირკეთებული. დანარჩენი სამი კი შელესილია და შეღებილი. მ. კოსტავას ქუჩისკენ მიმართული ფასადის პირველი სართული დანაწევრებულია დიდი ზომის, თაღოვანი ვიტრინებით. მარცხენა ნაწილში არსებული კარის ღიობი სწორკუთხა და თაღოვან ვიტრინებზე საგრძნობლად პატარაა. სახლის აღნიშნული მონაკვეთი კომერციულადაა ათვისებული. მეორე სართულის სწორკუთხა ფანჯრები მხოლოდ ქვედა, ჰორიზონტალურ ნაწილში არის შვერილი თაროებით შემკული. ფანჯრების ზედა, ჰორიზონტალური მოჩარჩოების ზემოთ, რუსტების ნაცვლად, ვიწრო კედელი კარგად გათლილი კვადრებითაა მოპირკეთებული და შვერილი კარნიზი აგვირგვინებს. თაღოვანი ვიტრინების ასწვრივ, სამი სართულის მომცველი, გლუვი კედელი სწორკუთხა და მარტივი საპირის მქონე ღიობებითაა დანაწევრებული. მესამე სართულზე კარის ღიობებია, რომლებსაც მიდგმული აქვთ რიკულებიანი, ე.წ. ფრანგული აივნები. მეოთხე და მეხუთე სართულებზე არსებული აივნები შეკიდული და ლითონის მოაჯირიანია. მეხუთე სართულის განაპირა კარებს გაკეთებული აქვს თაღოვანი მოჩარჩოება. მათ შორის არსებული ღიობები თაღოვან უბეებშია მოთავსებული, უბეთა კედლები კი მცენარეული, ხალიჩისებურად შევსებული ორნამენტებითაა დაფარული. აღნიშნული ჩაღრმავებები ერთმანეთისგან გლუვი პილასტრებით გამოიყოფა და ზემოდან გრეხილი ლილვისგან შექმნილი თაღედით იფარგლება. აღნიშნული ფასადის მარცხენა ნაწილი, ქუჩათა გადაკვეთის ადგილზე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულების დონეზე, გეგმაში მართკუთხა მოხაზულობის მქონე შეღრმავებით ხასიათდება, მ. კოსტავას ქუჩის მიმართ, პარალელური კედელია მხოლოდ. კედელი დანაწევრებულია ერთმანეთის ასწვრივ განლაგებული სწორკუთხა კარებით, რომლებსაც სწორკუთხა აივნები აქვს მიბჯენილი (მესამე სართულის აივანი ამოშენებული და შემინულია). აღნიშნული მკლავის გვერდითი (მარჯვენა), ვიწრო ფასადი მეორე სართულის ნაწილშია მხოლოდ მიწის ზემოთ მოქცეული. აქაც ქუჩაზე გამავალი მეორე სართულის მსგავსად, კედელი რუსტირებულია და მასში ორი, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. დანარჩენი ნაწილი, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე ერთმანეთის თავზე გაჭრილი ღიობებით ნაწევდება. ამ ღიობთა ქვედა ორი წყვილი არშიაშემოვლებულია (მესამეზე შეკიდული აივანია) ზედა ორი კი წრიულ უბეებშია გაჭრილი და პროფილირებული თაღი აქვს შემოვლებული. თაღის შიგნით არსებული კედლები ხსენებული, ხალიჩისებური ორნამენტითაა დაფარული. ორივე ფანჯარას ქვედა, ჰორიონტალურ ნაწილში საერთო შვერილი თარო აჩარჩოებს. ხსენებული, კრონშტეინებიანი კარნიზი აქაც გრძელდება. მთლიანად ფასადი, გლუვი ფრიზიდან ამოზრდილი, კრონშტეინებით შემაგრებული კარნიზით სრულდება. ქუჩის მეორე მხრიდან სახლის თვალიერებისას შეინიშნება სხვენში მოწყობილი მანსარდის ფანჯრების ზედა ნაწილები. მ. კოსტავას შესახვევზე გამავალი ფასადის მხატვრული გადაწყვეტა პირველის იდენტურია, მხოლოდ კომპოზიციაა განსხვავებული. ქუჩის მარჯვნიდან მარცხნივ აღმავალი მიმართულების გამო, პირველი სართულის მარცხენა ნაწილი მიწისქვეშაა მოქცეული. მარჯვნიდან პირველი ღიობი აქაც თაღოვან ვიტრინას უჭირავს. მარჯვენა სადარბაზოს კარი პირველი სართულის, მარცხენა კი რთული ლანდშაფტის გამო, მეორე სართულის დონეზეა გაჭრილი. რუსტებით მოპირკეთებული ნაწილის მარცხენა მხარეს ეზოში შესასვლელი სწორკუთხა გვირაბია. ფასადის მესამე სართული აქაც ბრტყელაივნიანი ღიობებითაა დანაწევრებული. ზედა ნაწილში კი შეკიდული, ლითონის მოაჯირიანი აივნებია (ზოგი მათგანი ამჟამად, გაფართოვებულია). სადარბაზოების ასწვრივ (მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე), აივნიან კარის ღიობებს საერთო თაღოვანი მოჩარჩოება აქვს, რომელთა შიდა კედლებიც ხალიჩისებური ორნამენტითაა შევსებული. ფასადი აქაც მთელი შენობისთვის საერთო კარნიზით სრულდება. სახლის ეზოს ნაწილი ამჟამად, ძლიერ სახეცვლილია და ზოგიერთ ნაწილში მინაშენებით არის დამახინჯებული. სახლი XX საუკუნის 50-იან წლებში უნდა იყოს აგებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4368
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოსტავა მერაბის ქ./54.კოსტავას I შეს./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო>>სახელოსნო-მაღაზია; ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78395165
Y: 41.7101252