{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4584?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4584?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4584?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4584",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4584,
    "ID" : 4584,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ორსართულიანი სახლი გეგმაში ლათინური \"უ\"-ს მაგვარია და აგებულია ე.წ. \"ნიკოლოზის აგურით\". იგი ი. ნიკოლაძისა და პ. მელიქიშვილის ქუჩათა კუთხეში დგას. საფასადო ნაწილებში შელესილია და შეღებილი. \nპ. მელიქიშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადის პირველი სართულის მარჯვენა ნაწილში სადარბაზოს სწორკუთხა კარია მოთავსებული, დანარჩენი ნაწილი კი ორი სწორკუთხა ვიტრინითაა დანაწევრებული. მარჯვენა ვიტრინაში კარია მოწყობილი. ორივე კომერციულ ფართს ეკუთვნის (მასში \"სითი შოფი\"-ა მოთავსებული). სამივე ღიობს პროფილირებული არშია ევლება. სართულის გლუვი კედელი დასრულებულია პროფილირებული სარტყელით. \nმეორე სართულის ოთხი ღიობიდან, მარჯვნიდან მეორე კარისაა და წინიდან აჟურულმოაჯირიანი, შეკიდული აივანი აქვს მიდგმული. ყოველ მათგანს კუთხეებშეტეხლი და საჭექი ქვით დასრულებული არშია ევლება. ფანჯრების ქვედა მოჩარჩოების როლს კი ჰორიზონტალურად გავლებული სარტყელი ასრულებს. ფანჯარათა ჩამოსწვრივ, მათივე სიგანის სწორკუთხა უბეებია გაკეთებული. შუაკედლისები კი რუსტებით შექმნილი პილასტრებითაა შევსებული. მთლიანად ფასადი ორდონიანი, შვერილი კარნიზით და მასზე დაბჯენილი პარაპეტით სრულდება, რომლის კედელშიც ასევე სწორკუთხა მოხაზულობის უბეებია. უბეთა შუაკედლისები კი დაბალი გლუვი პილასტრებითაა შევსებული. \nპირველი სართულის კედელი და სართულებს შორის გავლებული სარტყელი მტრედისფერი, ღიობთა მოჩარჩოება კი ღია რუხი ფერისაა. მეორე სართულზე მხოლოდ, ღიობთა მოჩარჩოებაა ღია რუხი, დანარჩენი ნაწილები მუქი რუხი ფერისაა. ქუჩათა გადაკვეთაზე, წიბოს ვიწრო ფასადის მხატვრული გადაწყვეტა ზემოთ აღნიშნული ფასადის იდენტურია, პირველი სართულის სწორკუთხა ღიობი ამჟამად, ამოშენებულია და იქმნება კედელში ოდნავ, ჩაწეული უბე, რომელსაც პროფილირებული არშია ევლება გარს. მის თავზე ფასადთათვის საერთო ჰორიზონტალური სარტყელია გავლებული. მეორე სართულის სწორკუთხა ფანჯრისა და კედლის მორთულობაც დანარჩენ ფასადთა იდენტურია (გამონაკლისია საჭექი ქვის არარსებობა), ამჟამად მას სარეკლამო აბრა ფარავს. \nი. ნიკოლაძის ქუჩის, მარჯვნიდან-მარცხნივ დაფერდების გამო, ფასადის მარცხენა ნაწილში სარდაფის სართული ნახევრად მიწის ზემოთაა მოქცეული. ფასადის ცენტრი, ქუჩისგან ლითონის ჭიშკრით გამიჯნული, შიდა ეზოთი წყდება. \nეზო მართკუთხა მოხაზულობისაა და ქუჩის მიმართ პერპენდიკულარულადაა განთავსებული. საკუთრივ სახლი ეზოს სამი მხრიდან ფარგლავს. აქ არსებული, ხის, ღია აივნები ამჟამად, შემინული, ან ამოშენებულია. ეზოს ფარგლებში მოთავსებულია ლითონის ჭვირულმოაჯირიანი კიბე, რომელიც მეორე სართულზე არსებულ ბინებს ემსახურება. \nეზოს მარჯვნივ, ი. ნიკოლაძის ქუჩაზე გამავალი ფასადის მორთულობა პ. მელიქიშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადის იდენტურია. მას პირველი სართულის ქვედა მოჩარჩოების დონემდე, მთელ სიგრძეზე მიშენება აქვს გაკეთებული, რომელიც კომერციული მიზნებითაა გამოყენებული. პირველი სართულის მარჯვენა, განაპირა ფანჯრის გაფართოვების შედეგად კარია გაკეთებული, რომელში მოხვედრაც ხსენებული მიშენების მარცხენა ნაწილში გაკეთებული კიბითაა შესაძლებელი. \nეზოს მარჯვენა მხარეს არსებული ფასადის პირველი სართულის, და სარდაფის ნაწილი ძლიერ გადაკეთებულია. სარდაფში ჩასვლა თაღოვანი კარის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელსაც ლითონის მოაჯირებიანი კიბე აქვს. კარის მარჯვნივ სწორკუთხა სარკმელია. ფასადის მარჯვენა კუთხეში, სარდაფისა და პირველი სართულის ნახევარ სიმაღლეზე მიდგმულია მსუბუქი, სწორკუთხა მინაშენი. პირველი სართული ძალიან სახეცვლილია, მის მარჯვენა ნაწილში არსებული გლუვი კედელი ფლანკირებულია წყვეტილი, კანელურების მქონე პილასტრებით. მარცხენა ნაწილში, ოდესღაც არსებული ფანჯრები კი გაფართოვებულია - მარჯვენა კარისაა და წინიდან ლითონის კიბე აქვს მიდგმული, მარცხენა კი შვერილი, ნახევარწრიული მინის ვიტრინით ფასადის სიბრტყიდან საგრძნობლად წინ გამოდის. ფასადის აღწერილი მონაკვეთი კომერციულადაა ათვისებული და მეორე სართულისგან ჰორიზონტალური სარტყელით იმიჯნება. \nმეორე სართულის სამი სწორკუთხა ღიობიდან, მარჯვენა ამჟამად, ამოშენებულია. მათი მორთულობა ზემოთ აღწერილი, მეორე სართულის მორთულობის მსგავსია, ოღონდ, რუსტირებული პილასტრების ნაცვლად, აქ კანელურებიანი პილასტრები აუყვება კედელს. ფრონტონზე დაბჯენილი პარაპეტი შეულესავი აგურის კედელს წარმოადგენს და მეორე სართულის ამოშენებულ სარკმელთან ერთად, ახალი ნახელავია. შენობა გადახურულია თუნუქით. იგი აშენებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. მის ფასადები გადაწყვეტილია კლასიცისტურ და რენესანსულ სტილთათვის დამახასიათებელი ნიშნებით.\n",
    "StatusName" : "ობიექტი სტატუსის გარეშე",
    "RegistryN" : "",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მელიქიშვილი პეტრეს ქ./29.ნიკოლაძე იაკობის ქ./24",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.781582950000001,
    "Y" : 41.708748290000003
  }
}