CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4582
ObjectID: 4582
ID: 4582
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი, მოდერნის სტილის ნიშნებით გამორჩეული საცხოვრებელი სახლი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და შემდეგ დაფარულია დეკორატიული ნალესობით. გეგმაზე ნაგებობა წარმოადგენს რუსული ,,გ"-ს ფორმას. სახლის მთავარი ფასადის ასიმეტრიული კომპოზიცია დეკორატიულობითა და დახვეწილი შემკულობით გამოირჩევა. ფასადი დაფარულია რუსტიკით, საფასადო ნაძერწობის ძირითადი ნაწილი კი თავმოყრილია კარ-სარკმლის ირგვლივ. არასწორხაზოვანი მოხაზულობის საპირეები შემკულია სტილიზებული მცენარეული ორნამენტით, თავსართებით და დეკორატიული წვრილი ჩარჩოთი. პირველი სართულის სარკმლები თითქოს "ეყრდნობა" თაროებს, ხოლო მეორე სართულზე კი გვხვდება სტილიზებული ყვავილოვანი გირლანდები. მოდერნის სტილშია გადაწყვეტილი ლითონის აივნის ჭედურობაც. დეკორატიული ორნამენტით არის დაფარული პირველი და მეორე სართულის გამყოფი ფრიზი და მასზე მოთავსებული იმპოსტები. მთავარი ფასადის ასიმეტრიულ ხასიათს ხაზს უსვამს აივნის, სადარბაზოს ორი კარისა და ეზოში შემავალი "გვირაბის" განაწილება. საცხოვრებელი სახლი სავარაუდოდ შემოსავლიანი სახლის ტიპს წარმოადგენდა, მისი ერთი სადარბაზოს კარი მხოლოდ პირველ სართულთან გვაკავშირებს, მეორე კი მეორე სართულთან. სამწუხაროდ სადარბაზოს არცერთი კარი ავთენტური სახით არ შემონახულა. სადარბაზოში გვხვდება ხის კიბე და რიკულებიანი მოაჯირი. შესასვლელი კი წინფრით არის დამშვენებული. შიდა ეზოს მხრიდან ნაგებობა სამსართულიანია. გადაკეთება-ამოშენების მოუხედავად შესაძლებელია თავდაპირველი ფასადის თავდაპირველი სახის აღდგენა. შიდა ეზოს ფასადს ამკობს სამსართულიანი, გახსნილი, ხის ჭვირული, გადახურული აივნების მსუბუქი კონსტრუქცია. შენობის საერთო მდგომარეობა ცუდია, საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5221
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები ზუბალაშვილების ქ./39
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79304263
Y: 41.70065983