CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4581
ObjectID: 4581
ID: 4581
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის II ნახევრის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის და უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს ხაზოვანი ფორმა, ამაღლების ქუჩის მხარეს ნახევარსარდაფების თავზე მდებარე ტერასით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეს საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. ცენტრალური ფასადი წარმოდგენილია ხის გალერეისებრი აივნებისა და შუშაბანდის კომპოზიციით. პირველი სართული ფაქტობრივად სრულად აის ამოშენებული, აქვს მიშენებაც. საინტერესოა აივნების ყრუ მოაჯირები, ხის კაპიტელებიანი მოხარატებული სვეტები და მუშარაბები. ფასადი შელესილი და შეღებილია, აღსანიშნავია ღიობების პროფილირებული არქივოლტებითა და პილასტრებით დამუშავება. საცხოვრებელი სახლის გვერდითა ფასადი ქართული აგურის შეულესავი წყობით და მუშარაბებიანი შუშაბანდით არის წარმოდგენილი. სადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე, მისი ინტერიერი შელესილი და შეღებილია. ნახევარსარდაფებში საცხოვრებელი ფართებია განთავსებული. აქვს ბრტყელი გადახურვა, ჭერის სიმაღლე მიახლოებით 3მ-ა და შესასვლა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3766
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ამაღლების ქ./34
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79171174
Y: 41.68914794