ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4572
ObjectID: 4572
ID: 4572
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ჯამბულის ქუჩის შუა ნაწილში, აგებულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. იგი ორსართულიან ნაგებობას წარმნოადგენს. საშენ მასალად გამოყენებულია თბილისური ფორმის აგური, ფასადი ნალესია. შენობის ფასადი კლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც თავისი ტეხილ-ხაზოვანი გეგმარებით ქუჩის გეგმარებას მიუყვება, რაც შენობას სამ არათანაბარ ნაწილად ყოფს. შენობის ფასადის ასიმეტრიული კომპოზიცია გამძაფრებულია მისი ცალკეული ნაწილების პროპორციული გეგმარებით, რაც მათი, როგორც დამოუკიდებელი ნაგებობების განცდას ბადებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ფასადის დაკბილული, პროფილირებული კარნიზი და არათანაბარი ზომის აივნები. აივნების ორიგინალური იერსახე დაკარგულია, ერთ-ერთი მთლიანად შუშაბანდადაა გადაკეთებული, ხოლო მეორე 90-იან წლებშია გამოცვლილი, თუმცა ორივეგან შენარჩუნებულია აივნის საყრდენი რელსები. აივნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად ქუჩის გეგმარებისთვის, რადგანაც ქუჩის სივიწროვისა და არარსებული ტროტუარის გამო გამვლელებსა და სახლს შორის ქმნის ერთგვარ დისტანციას. შენობის სადარბაზო კარებით, რომელიც შენობის შუა, ყველაზე ვიწრო ნაწილშია განთავსებული, პირვანდელი კარი მე-20 საუკუნის დასაწყისში შეუცვლიათ და შესაბამისად არტ-ნუვოს სტილშია შესრულებული, თუმცა გაჯერებულია ხალხური ელემენტებით და უბნის მაცხოვრებლების მაშინდელ სოციალურ სტატუსზე მიანიშნებს, რომელიც კონტრასტშია მიმდებარე ქუჩების მაშინდელი ფეშენებელური სახლების მდიდარ მაცხოვრებლებთან. ამავე ნაწილში განთავსებულია კიბის უჯრედი. სადარბაზო კიბე ხისაა და პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. საინტერესოა სახლის ეზო, სადაც მოხვედრა შენობის მესამე ნაწილში განთავსებული ჭიშკრიდანაა შესაძლებელი. სახლს ეზოს მხრიდან აკრავს თბილისური ხის სადა აივნები, რომლებიც საკმაოდ კარგადაა შემონახული, მათი ნაწილი შუშაბანდებადაა ქცეული. ეზოს მხრიდან სახლი ასევე ასიმეტრიულია, შენობის გვერდითა ნაწილები წაგრძელებულია და ეზოს სიღმეშია შესული, რომლებიც ყოველი მხრიდან აივნებითაა გახსნილი. ეზოს უკანა მხარე უჭირავს ბროსეს ქუჩასა და ჯამბულის ჯუჩას შორის არსებულ დატერასებაზე გაშენებული სახლის ყრუ კედელს, რომელიც აგურითაა ნაგები და შეულესავია. ეზო გამწვანებულია ყვავილებითა და ხვიარა მცენარეებით, რაც მას რომანტიულ იერს სძენს. შენობა მნიშვნელოვანია მთაწმინდისთვის დამახასიათებელი, დაგეგმარებულ ქუჩებს შორის არსებულ დატერასებების ადგილას ქაოტური განაშენიანების კონტექსტში, რომელიც მთაწმინდის როგორც არქიტექტურული მრავალფეროვნების, ასევე მისი მაცხოვრებლების სოციალური სიჭრელის მაგალითს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5400
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯამბულის ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79873901
Y: 41.70106516