CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4570
ObjectID: 4570
ID: 4570
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი სახლი გეგმაში წარმოადგენს რუსული "პ"-ს ფორმას. სახლის მშენებლობის მასალად გამოყენებულია აგური, ფასადი დაფარულია დეკორატიული შელესვით. საცხოვრებელი სახლი აგებულია არქიტექტორ გაზაროზ (ლაზარ) სარქისიანის მიერ 1903 წელს. მოდერნის სტილის შენობის მთავარი ფასადი გამოირჩევა უხვი დეკორატიული მორთულობით, რომელიც წარმოდგენილია ორნამენტებით მორთული ფრიზის, საპირეების, ფრონტონის სახით. დეკორში სჭარბობს სტილიზებული მცენარეული ორნამენტი. სარკმლის თუ კარის თავსართებად გამოყენებულია სტილიზებული ყვავილები. ნაგებობის მთავარი ფასადი სიმეტრიულია, რასაც ხაზს უსვამს ფასადის ცენტრალური კომპოზიცია რიზალიტი, კარი და მისი ფრონტონი, სარკმელი, აივანი. ბოლო აკორდს ქმნის დეკორატიული პარაპეტი და ცენტრში აღმართული, გვერდითი ფრონტონებისგან გამორჩეული მაღალი ფრონტონი თავისი შემკულობით. ყოველივე ეს ხაზს უსვამს ნაგებობის ფასადის მორთულობის სადღესასწაულო, პომპეზურ ხასიათს. აღსანიშნავია, რომ ფასადის ცენტრალურ კომპოზიციაში დეკორატიულად გამოყვანილია მფლობელის მონოგრამა – მ. და ა. მაქსიმ ანანოვი (რუსულად) და მშენებლობის წელი. მთავარი ფასადის კარ-სარკმლები კარგად ეხმიანება შენობის საერთო ხასიათს და მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელ დეკორატიულობას. მსგავსი ხასიათით გამოირჩევა ქვისა თუ ლითონის აივნები მთავარ ფასადზე.
საცხოვრებელი სახლის პარადული შესასვლელი მთლიანად მოხატულია ბაროკოს სტილში. ჰოლის სიღრმეში, კიბის პირველ საფეხურთან მაღალი, დეკორატიულად გაფორმებული, ლითონში ჩამოსხმული კანდელაბრი დგას. სადარბაზოს იატაკს ამკობს მოზაიკა და მარმარილოს კიბეები. ბოლო სართულის (მესამე) პლაფონზე გამოსახულია ამურთა ფიგურები, კედლებზე აღმოსავლური პეიზაჟები. კიბის გასწვრივ კედლები მოხატულია ქვის იმიტაციის პანელებით და მცენარეული ორნამენტით. სადარბაზოს კარი სამწუხაროდ პირვანდელი სახით არ გამოიყურება, მას მოშორებული აქვს ორნამენტირებული ცხაური და ხის დეტალები. ძველ, ლითონის ორანმენტირებულ ჭიშკარს შევყავართ საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში, რომლის საერთო სივრცით - გეგმარებითი სტრუქტურა სახასიათოა თბილისური ეზოებისთვის. მთავარ ფასადთან შედარებით შიდა ეზოს ფასადი სისადავით გამოირჩევა. აქ მთავარ აქცენტს ქმნის შუშაბანდი, ხის ჭვირული აივნები და კიბე, რომელიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.
ასევე საყურადღებოა, ეზოში მდგარი ლითონის ორნამენტირებული სვეტები.
ეზოში არსებული აგურის თაღოვანი ხის კარით სარდაფში ვხვდებით.
ეზოში ერთი მინაშენია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4069
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიბოედოვის ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული; მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1903წ.
DateRangeFrom: მე-19
DateRangeTo: მე-20
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79501122
Y: 41.70018049