{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4563?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4563?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4563?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4563",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4563,
    "ID" : 4563,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი   ",
    "Description" : "სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ეხლა ძირითადად განთავსებულია ოფისები. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. შენობა XX საუკუნის დასაწყისში აიგო, გეგმაზე რუსულ \"გ\"-ს ფორმას წარმოადგენს, რომლის მთავარი, უხვად დეკორირებული ფასადი რუსთაველის გამზირზე გადის. თავდაპირველად იგი იყო სასტუმრო ბრისტოლი, რომელსაც პირველი ქართველი ადმინისტრატორი ანასტასია კირთაძე ხელმძღვანელობდა. კომუნისტური მართველობის პერიოდში შენობა გადაკეთდა საცხოვრებელ სახლად. სასტუმრო გარდა შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო ი. იშხანოვის აფთიაქი, ნ. აბულაძის ყვავილების მაღაზია, კ. ბუჩინსკის ქუდების მაღაზია და გალანტერეა \"ო ბონ მარშე\". სახლის მფლობელი გახლდათ ექიმი სტეფან ანანოვი. ნაგებობის ფასადი მოდერნის სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც სწორედ ამ პერიოდში იკიდებს ფეხს საქართველოში. ნაგებობის მთავარი ფასადი თავისი დახვეწილი და უხვი დეკორით ერთი შეხედვისთანავე იპყრობს ყურადღებას. დეკორატიული, სტილიზებული მცენარეული ორნამენტები ამკობს სარკმლის ღიობებს, კარნიზს, პარაპეტზე განთავსებულია დეკორატიული ვაზები. ფასადზე გამოყენებულია რუსტიკა და მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი სტილიზებული ყვავილოვანი ორნამენტები, კორინთული ორდერის კანელურებიანი ბრტყელი პილასტრები. სარკმლის თავებს ამკობს ამურის თავების გამოსახულებები. მთავარი ფასადის მაღალი, გვერდითი, განაპირა ფრონტონები კრავს და კეტავს მის საერთო კომპოზიციურ გადაწყვეტას. ფრონტონის ვარდულზე შემონახულია სახლის მფლობელის აბრევიატურა. აღსანიშნავია შენობის ორი, ლითონის ჭედური აივნის დეკორიც. ეს დიდი აივნები ერთგვარ აქცენტს ქმნიან ფასადის წაგრძელებულ კომპოზიციაში. მთავარი შესასვლელი ხაზგასმულია და გამოიყოფა თავისი მცენარეული ორნამენტით. სადარბაზოში ყურადღებას იმსახურებს იატაკის დეკორი, ქვის კიბე და ლითონის მოაჯირი. შენობა მთლიანობაში პომპეზური, სადღესასწაულო ხასიათით გამოირჩევა. შიდა ეზო მთავარი ფასადის ევროპული ხასიათისგან განსხვავებით, თბილისური ეზოებისათვის სახასიათო ნიშნებით: შუშაბანდით, ხის არქიტექტურული დეტალებით, ხის ორნამენტებით, კიბით გამოირჩევა. მაცხოვრებლების ჩარევის მიუხედავად, შესაძლებელია თავდაპირველი სახის აღდგენა. შენობა წარმოადგენს მემორიალურ სახლს, სადაც 1913-1998 წლებში ცხოვრობდა მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლადო ავალიანი. აქვე გახლავთ მხატვარ ნათელა იანქოშვილის მუზეუმი. შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.             ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4826",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "რუსთაველის გამზ./26",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;მემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;\nსავაჭრო;\nმემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;კომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eკაფე, ბარი;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მემორიალური",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.795498809999998,
    "Y" : 41.700457839999999
  }
}