ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4562
ObjectID: 4562
ID: 4562
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, სამსართულიანი სახლი (პირველი მიწისქვეშაა მოქცეული), აგებულია ე.წ. "ქართული აგურით" და "ნიკოლოზის აგურით" (მესამე სართული). იგი გეგმაში ლათინურ "ლ"-ს წარმოადგენს. პ. მელიქიშვილის ქუჩაზე გამავალი ნაწილი, საერთო განაშენიანებაშია ჩართული და ქუჩის წითელი ხაზიდან სიღრმეშია შეწეული. ქუჩიდან ორი სართული მოჩანს. მიწის ქვეშ არსებულ პირველ სართულს, წინიდან ვიწრო, გახსნილი გვირაბი აქვს, რომელშიც მოხვედრა ფასადის მარცხენა ნაწილში მოწყობილი, ლითონის ჩასასვლელი კიბითაა შესაძლებელი. სამივე სართულზე არსებული ღიობები სწორკუთხაა. ფასადის მეორე სართულზე მარცხნიდან მესამე, მეხუთე და მეექვსე ღიობი კარისაა, პირველს წინიდან ხის გახსნილი აივანი აქვს მიდგმული, მეორე სადარბაზოს კარია, მესამე კი მაღაზია "ზარდახშას" ეკუთვნის (კომერციული ნაწილის წინ ლითონის მოაჯირიანი კიბეა მოთავსებული). სადარბაზოს წინ არსებული კიბე ხსენებულ გვირაბზე გადაყვანილ კამარას ეყრდნობა. მათ შორის არსებულ არშიაშემოვლებულ ფანჯრებს თავზე სანდრიკები ამშვენებს. სართულებსშორის სარტყელია გავლებული. ზედა, დაბალი რუსტებით მოპირკეთებულ სართულზე მარცხნიდან პირველ, მესამე და მეექვსე კარის ღიობებს ლითონის შეკიდული აივნები აქვს მიდგმული. ფანჯრების ქვემოთ სწორკუთხა, ცენტრში გლუვი შვერილებით მორთული ნაწილებია. ფასადი სრულდება კარნიზით დაგვირგვინებული ფრიზით. ღიობთა ასწვრივ ფრიზი შემკულია შვერილი თაროებითა და მათ თავზე მოთავსებული, ნაძერწი გირლიანდებით. ფრიზის პროფილირებული კარნიზი ქვემოდან დაკბილულია. ეზოს მხარეს არსებული, ხის გახსნილი აივნები მხოლოდ ნაწილობირივაა ამოშენებული (პირველი სართული და ძირითადი ნაწილის მიმართ, პერპენდიკულარულად განვითარებული მკლავი). სახლი თუნუქითაა გადახურული. ის აშენებული უნდა იყოს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მესამე სართული კი XX საუკუნის პირველი ნახევრისა უნდა იყოს. მთავარი ფასადის მორთულობა რენესანსისა და ბაროკოს ნიშნებს შეიცავს. ეზოზე გამავალი და ფასადზე არსებული ხის აივნები კი თბილისურ ტრადიციას მისდევს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4646
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მელიქიშვილი პეტრეს ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78394157
Y: 41.70799161