ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4560
ObjectID: 4560
ID: 4560
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ქუჩის მიმყოლი, მართკუთხა გეგმარების ორსართულიანი ნაგებობის ფასადი სადაა. პირველ სართულზე მომცრო ზომის სარკმლების რიგია მოთავსებული. სარკმლების მწკრივს, რამდენიმე საფეხურის სიმაღლეზე მოწყობილი ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მდგარი კარი აგრძელებს. ღიობები, შენობის საერთო მასშტაბთან შედარებით შემცირებულია. სახლის მეორე სართულის მთელ სიგანეზე, თხელ კონსოლებზე დაყრდნობილი მასიური შუშაბანდია შეკიდული. მას ქვემოდან ხის პროფილირებული კარნიზი მიუყვება. ფანჯრებს შორის ხის, წრიული გეგმარების სადა სვეტები შეინიშნება. შუშაბანდის მარჯვენა ნაწილი გვიან უნდა იყოს დამატებული. ის განსხვავებული ხის დეტალებით არის შემოწერილი. მასიური შუშაბანდის გვერდით, პირველი სართულის სარკმლები კიდევ უფრო მომცრო ზომისა ჩანს. ორი სართულის თანაფარდობას, ღიობებქვეშ მოქცეული დაუნაწევრებელი კედელი ქმნის და ეს ორი სართული გაწონასწორებული ხდება. მცირემასშტაბიანი საცხოვრებელი სახლი ტრადიციული თბილისური სახლია, რომელიც ქუჩისკენ შუშაბანდით არის მიმართული. ის, მის გვერდით აღმართულ მსგავსი იერის ნაგებობასთან ერთად საერთო სურათს ქმნის და ქუჩაზე განლაგებულ, ევროპული არქიტექტურული სამკაულით გაფორმებულ სახლებს შორის გამოიკვეთება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3802
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: არსენას ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79523275
Y: 41.69692679