{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4558?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4558?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4558?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4558",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4558,
    "ID" : 4558,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში აგებული შენობა მდიდრული შემოსავლიანი სახლების ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია თბილისში. ფსევდო-ბაროკული ეკლექტიზმით გაჯერებული ფასადები საკუთარ კედლებში წარმოუდგენლად მდიდრულ სადარბაზო შესასვლელს მალავენ, რომლის კლასიცისტურ ყაიდაზე გადაწყვეტილი ინტერიერიც მსუყე ნაძერწი დეკორით გამოირჩევა. \nგეგმარებით ხაზოვანი, ორსართულიანი შენობა ორი ქუჩის კვეთაზეა წარმოდგენილი. სახლი ჩრდილოეთით მცირედ დაქანებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთის ფასადებით რ. თაბუკაშვილისა და რ. ლაღიძის ქუჩებზე გამოდის. საფასადო კომპოზიცია დანაწევრების კლასიკურ სქემას მიჰყვება: ქვით მოპირკეთებული და სარდაფის მცირე სარკმლებით დატიხრული ცოკოლი სართულშუა პროფილირებული თაროს, ნაძერწი რელიეფური ფილებით შემკულ ფრიზული სარტყლისა და მასიურ კრონშტეინებზე შესმული, დენტიკულებიანი კარნიზის ჰორიზონტალებს ეპასუხება. სხვადასხვა ქუჩის ფასადების შეხვედრის ადგილი მაღალი პარაპეტით არის დაგვირგვინებული; ეს უკანასკნელი კედელში ღრმად ჩაჭრილი, ნახევარწრიული ფრონტონით არის გაფორმებული, რომლის რელიეფურ შემკულობასაც ნიჟარის გამოსახულებით ცენტრირებული და მცენარეული მოტივის ნაძერწობა წარმოადგენს. მდიდრული და პრეტენზიულია გარე ფასადების, ამ შემთხვევაში, კედლის ზედაპირისა და ღიობთა სანდრიკების, მხატვრული დამუშავება. დაცულია იერარქიულობა: პირველი სართულის ღრმა და პროფილირებულ ჰორიზონტალურ ზოლურებად დაყოფილ რუსტოვან კედლებში სწორკუთხა ღიობებია გაჭრილი, რუსტის წყობაშივე მონიშნული სადა, გეომეტრიზირებული თავსართებით. დეკორატიული კუთხით, გადატვირთულია ზედა სართული, რომლის კედლები ნალესობაში მცირედ ამოღარული ,,ზოლურა” რუსტით და მასზე დადებული, ასევე რუსტოვანი, სარტყლებით არის დაშრევებული. განსაკუთრებულად დატვირთულია მეორე სართულის ღიობთა მომფარგლავი სანდრიკები _ ნაძერწი ყვავილოვანი დეტალებით შემკული და კრონშტეინებზე შესმული თაღოვანი ფრონტონებით. საფასადო დანაწევრებაში მონაწილეობს ისეთი კონსტრუქციული ელემენტები, როგორიცაა რკინის მოაჯირიანი ღია აივნები, ერთადერთი სადარბაზო შესასვლელი რ. თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან და სარდაფში ჩასასვლელი კარი ფასადების შეყრის კუთხეში. აღსანიშნავია რიტმულად განლაგებული აივნების გამოზნექილი მოაჯირები და მათი მაღალმხატვრული ფოთლოვან-ყვავილოვანი მოტივებით შთაგონებული, ჭვირული ცხაურები. \nშენობის მხატვრული დამუშავებით გამორჩეულ სივრცეს სადარბაზო შესასვლელი და მისი ინტერიერი წარმოადგენს. ხის მოჩუქურთმებული, მდიდრულად დანაკვთული კარი შროშანების კომპოზიციით შემკული, ორიგინალური რკინის ცხაურებით იმკობა (ამჟამად კარის ფერზეა შეღებილია) და ფრამუგის სარკმლით გვირგვინდება. მარმარილოს კიბეებითა და იატაკით გაფორმებული სადარბაზო თვალისმომჭრელი ინტერიერით გამოირჩევა, როგორიცაა კესონებიანი ჭერი, ორდერით დანაწევრებული და ნაძერწი პლასტიკით მსუყედ შევსებული კედლები. კლასიცისტურ-ბაროკულ ყაიდაზე გადწყვეტილი ინტერიერი ფასადის გაფორმების იმიტაციას წარმოადგენს დაწყებული შედარებით მეორეხარისხოვანი რუსტირებული კედლებით, რელიეფური ფრიზული სარტყლებით, კრონშტეინებზე შესმული პროფილირებული კარნიზებით, კედელში გამოყვანილი მაღალი თაროვანი ნიშებით, საჭექი ქვებითა და ყვავილოვან-ფოთლოვანი ნაძერწობით. ცალკე ყურადღებას იქცევს კიბე და მისი ძალიან გამომსახველი, აჟურული რკინის მოაჯირი. სადარბაზოს ვესტიბიულისა და კიბის უჯრედის კედლები, სავარაუდოდ, მოხატული უნდა ყოფილიყო (ამჟამად თეთრად გადაღებილია), რაზეც პილასტრებს შორის ჩასმული ჩარჩო-პანოების არსებობა მიანიშნებს. სადარბაზო ჭერში დატანილი შუქფარნით ნათდებოდა (დღეს სანახევროდ გადახურულია, შესაბამისად ჩაბნელებულია სადარბაზოც). სამწუხაროდ, შენობის ეზოს ფასადის დათვალიერება ვერ მოხერხდა, მაგრამ ცნობილია, რომ ის ხის კონსტრუქციებზე ამოყვანილი აივნებითა და შუშაბანდებით არის გახსნილი. \nსახლის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ დამაფიქრებელია ქუჩისპირა ფასადებზე, რადგან შეინიშნება მრავლობითი ბზარები, გამჭოლი ბზარები განსაკუთრებით უხვადაა ზედა სართულის დამაგვირგვინებელ ნაწილებში; გარდა ამისა, ფასადებზე დაზიანებულია ნალესობა, პარაპეტეზე ალაგ-ალაგ გაშიშვლებულია აგურის წყობა. შედარებით მოვლილია სადარბაზო, თუმცა კედლის ზედა ნაწილში აქაც ბზარები შეინიშნება, ასევე დაზიანებულია ნალესობა, ხოლო შუქფარანის მიდამოებში წყლის ნაჟურისგან _ ჭერი. შენობის ავთენტურობის საკითხი გარე ფასადებისა და სადარბაზოს ინტერიერის მიმოხილვით უნდა შემოიფარგლოს. ავთენტურობა შედარებით შენარჩუნებულია, თუ არ ჩავთვლით ქუჩის კუთხეში მოთავსებულ, სარდაფში ჩამავალ კარს და მის ალათებს, ასევე სადარბაზოს უნიათოდ გადაღებილ კედლებს, რომელთა პანო-ჩარჩოებსა და პლაფონზე, სავარაუდოდ, კედლის დეკორატიული მხატვრობა უნდა ყოფილიყო დაცული. \nზემოთქმულიდან გამომდინარე, ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4372",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ლაღიძე რევაზის ქ./4.თაბუკაშვილი რეზოს ქ./29",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796511270000003,
    "Y" : 41.7022221
  }
}