ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4557
ObjectID: 4557
ID: 4557
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს თაბუკაშვილის ქუჩაზე, ეზოს სიღრმეში, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული. შენობა ერთსართულიანია, სტილისტურად ეკლექტური, რაც დამახასიათებელია ე.წ. ისტორიული პერიოდის ევროპული არქიტექტურისთვის. სახლის ფასადი ნალესია და ნაძერწობებითაა შემკული, ძირითად დეკორს წარმოადგენს კორინთული სტილის პილასტრები, რომლებიც შენობის ფანჯრებს შორისაა განლაგებული და ნაგებობას მონუმენტურ იერს სძენს. პილასტრების ბაზისი ფანჯრების გასწვრივაა განლაგებული, რაც შენობის აღქმისას მის ჰარმონიულ პროპორციას განაპირობებს და ფანჯრების გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ქმნის. აღნიშნული პრინციპი დაცულია კარის შემთხვევაშიც, რომელიც შენობის შუა ნაწილშია განთავსებული და სახლის ფასადს ორ პროპორციულ ნაწილად ყოფს. კარები შენობის თანადროულია, ხისგანაა შესრულებული, დეკორირებულია სადა გეომეტრიული ფორმებით. კარების ორივე ფრთას გააჩნია ფანჯრები, რომლებიც შემკულია რკინის ჭედური ჭვივრული ცხაურებით, რომლების თავდაპირველი მდგომარეობითაა შემონახული. კარები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, მარცხენა ფრთას აღენიშნება დაზიანება (ქვედა მხარეში დაკარგულია დეკორის ნაწილი- პროფილი) რომელიც მარტივად ექვემდებარება აღდგენას. შენობის კარნიზი პროფილირებულია, ღიობების ზემოთ განლაგებულია ქალის თავიანი ნაძერწი კრონშტეინები და პროფილური ფრონტონები. შენობა სრულდება სადა პროფილური პარაპეტით. სახლის დეკორში დომინანტური ფუნქცია უკავია წაგრძელებული ფორმის რკინის აჟურულ წინფრას, რომელიც რკინის ორ სადა სვეტს ეყრდნობა და მთლიანად ფარავს ბაზალტის ასასვლელ კიბეს. შენობის ფასადი დაზიანებული და გადაკეთებულია. ასასვლელი კიბის გასწვრივ 20- საუკუნის 70-იან წლებში გაკეთებულია ბეტონის ღია აივანი, ნაწერწობიდან დაკარგულია რამოდენიმე კრონშტეინი, დაზიანებულია პილასტრები, კარნიზი და ფრონტონები, თუმცა შემონახული ელემენტებიდან გამომდინარე შესაძლებელია თავდაპირველი სახის ზუსტი აღდგენა. შენობის ღია აივანი შეიძლება იდენტიფიცირებული იქნეს, როგორც შენობის დროში განვითარების ნაწილი, რომელიც ეზოსთან და მცენარეებთან ერთად შენობას რომანტიულ იერს ანიჭებს. სახლის ეზო ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია აგურის, მეტწილად ყრუ კედლებით. ეზოს დომინანტს წარმოადგენს გიგანტური წიწვოვანი აწლოვანი ხე და გიგანტური გლიცინია, რომელიც შემოხვევულია, როგორც რკინის წინფრაზე, ასევე თავად ხეზე და ეზოს „იტალიური სტილის“ „მიშვებული“ ბაღის შთაბეჭდილებას უქმნის და ხმაურიანი ქუჩიდან მოწყვეტისა და განმარტოების შესაძლებლობას ქმნის. შენობა წარმოადგენს თბილისური საცხოვრებელი სახლის საინტერესო ნიმუშს, განსაკუთრებით დიდი მისი მნიშვნელობა თაბუკაშვილის ქუჩის განაშენიანებისა და ზოგადად მთაწმინდის არქიტექტურული ლანდშაფტის კონტექსტში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4386
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თაბუკაშვილი რეზოს ქ./49
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79549201
Y: 41.70348746