CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4554
ObjectID: 4554
ID: 4554
Name: იუსტიციის სამინისტრო (ქვედა კორპუსი) ყოფილი.
FullName: იუსტიციის სამინისტრო (ქვედა კორპუსი)
Description: ყოფილი იუსტიციის სამინისტროს შენობა აგებულია არქიტექტორ კორნელი ტატიშჩევის პროექტით 1898 წელს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და შელესილია. გეგმაში წარმოადგენს რუსული "პ"-ს ფორმას. ეს სამსართულიანი შენობა მანსარდით, თავდაპირველად შემოსავლიან სახლს წარმოადენდა. შენობის რუსთაველის გამზირისპირა და ალ. ჭავჭავაძის ქუჩისპირა ფასადების გადაწყვეტა კარ-სარკმლის ღიობებისა და მათ ირგვლივ თავმოყრილი ნაძერწობის ელემენტების თანაბარ რიტმს ემყარება. ნაგებობის პირველი სართული მოპირკეთებულია მარმარილოთი და მისივე მძიმე კარნიზით გამოიყოფა ზედა სართულებიდან. ცენტრალური შესასვლელი რუსთაველის მხრიდან ხაზგასმულია მარმარილოს "მძიმე", სადა ფრონტონით და პარადული ჩუქურთმებიანი ხის კარით, რომელსაც ამკობს ლითონის ჭედური ცხაური. მეორე და მესამე სართულის ფასადები რიტმულად არის დანაწევრებული, "დაცხრილული" მართკუთხა მოყვანილობის სარკმლებით. მოდერნის სტილის ნაგებობის ფასადები შემკულია რუსტიკითა და მითოლოგიური პერსონაჟების გამომსახველი რელიეფებით, რომელიც ძირითადად ამკობს სარკმლებსა და ფრიზს. შენობა რუსთაველის მხრიდან დასრულებულია თუნუქის სამერცხლულებიანი მანსარდული გადახურვით. გვერდითი ფასადი მიჰყვება აღმართის რელიეფს და ერთგვარ ტერასებად ვითარდება. აივნები გამოიყოფა თავისი დეკორატიული ჭედურობით. ნაგებობის ცენტრალური ვესტიბიული შემკულია ხის მოტივებითა და სარკეებით. იატაკი მოპირკეთებულია მარმარილოთი. მარმარილოსვე კიბეებს ამკობს ლითონის ჭედური მოაჯირები. ჰოლის ბოლოში, კიბის დასაწყისში დგას მამაკაცის ფიგურა, რომელიც კანდელაბრს წარმოადგენს. შიდა ეზოს ფასადი მთლიანად სადაა და მოპირკეთებულია ქვის ფილებით. ამჟამად შენობაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეზოსა და ინტერიერში მოხსნილია ნაძერწობა და ქვით მოპირკეთება. როგორც ობიექტზე აღნიშნეს, სრულად იქნება შენარჩუნებული ინტერიერის დეკორატიული ელემენტები და შემკულობა და ფასადები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4830
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./30.ჭავჭავაძე ალექსანდრეს ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1898.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
სავაჭრო;
ადმინისტრაციული>>სამინისტრო;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79464581
Y: 41.70108134