CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4553
ObjectID: 4553
ID: 4553
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ქართული აგურით" და გეგმაში ლათინურ "ლ"-ს წარმოადგენს. წიბოს ვიწრო ფასადი და ორი დანარჩენი, მსგავსი მორთულობისაა. წიბოს ფასადში სარდაფში ჩასასვლელი, წინფარათი დაბურული კარია. მის თავზე კი კარის ღიობია, რომელსაც ლითონის აჟურულმოაჯირიანი, შეკიდული აივანი აქვს მიდგმული. პირველი სართულის დანარჩენი ფასადების ღიობებიც სწორკუთხაა და შესაბამის ნაწილებში არსებულ, კომერციულ ფართებს ემსახურება. მეორე სართულის ყველა ღიობი კუთხეებშეტეხილი არშიითაა შემოვლებული. სართულის დ. აღმაშენებლის მხარეს მიმართულ ნაწილში, ხსენებული აივნის იდენტური, ოღონდ, მასზე ორჯერ განიერი, ლითონის შეკიდული აივანია. მეორე სართულის გლუვი შუაკედლისები, ალაგ-ალაგ, დანაწევრებულია კორინთულკაპიტელებიანი, კანელურებით დაღარული პილასტრებით. სამივე ფასადი სრულდება ფრიზით და მასზე დაბჯენილი წყვეტილი, რიკულებით შევსებული პარაპეტით. გ. სუნდუკიანის ფასადის მარჯვენა მხარე ზღუდით გრძელდება, რომლის მარჯვენა ნაწილში, თაღოვან გასასვლელში ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკარია მოთავსებული. ეზოზე გამავალი ხის გახსნილი აივნები მხოლოდ, ნაწილობრივაა გადაკეთებული და ძირითადად, ინარჩუნებს ავთენტურ სახეს. სახლი თუნუქითაა დაბურული. ის აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მისი ფასადები კლასიცისტურია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4377
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თაბუკაშვილი რეზოს ქ./37
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79591114
Y: 41.70265223