{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4550?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4550?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4550?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4550",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4550,
    "ID" : 4550,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XIX საუკუნის მესამე მეოთხედში აგებული შენობა გია ჭანტურიას ქუჩის ისტორიული განაშენიანების ერთ-ერთი მდიდრული და გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც თავისი დროის, ე.წ. საშემოსავლო სახლების, ელიტურ რიგს განეკუთვნება. ჩრდილოეთით დაქანებულ რელიეფზე შეჭრილი, საკმაოდ მსხვილი მასშტაბის სამსართულიანი სახლი ბაროკალურ სახისმეტყველებას მიახლოებული, ეკლექტური არქიტექტურის ნიმუშია. გეგმარებით რუსულ ,,პ”-ს ფორმას მიახლოებული შენობა ცენტრალური ფასადით გ. ჭანტურიას ქუჩაზე გამოდის და 9 აპრილის სახელობის ბაღს გადაჰყურებს. სამხრეთის ყრუ კედლით ამოყვანილი გვერდითა ფასადი სასტუმრო ,,თბილისს” (ყოფილ სასტუმრო ,,მაჟესტიკს”) ებჯინება, ჩრდილოეთის ფასადი გ. ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის მოპირდაპირედ, მოკლე ჩიხზე გამოდის, ხოლო ზურგის, ანუ დასავლეთის ფასადი შიდა ეზოსკენ იხსნება. შენობა ზუსტი და ზომიერი პროპორციებით გამოირჩევა; მისი სიმეტრიულად გადანაწილებული ფასადი ჩრდილოეთის მიმართულებით ამაღლებულ და სამხრეთით მიწაში ღრმად შეჭრილ  პირველ სართულს ეყრდნობა. ეს უკანასკნელი ტროტუარს ვიწრო ტრანშით გამოეყოფა და ფასადის სამი შესასვლელიდან ორი ქუჩას მოკლე ხიდი-გადასასვლელით უკავშირდება; პირდაპირ ტროტუარზე მხოლოდ ჩრდილოეთ ფრთაში მოქცეული სადარბაზოს კარი გამოდის, მოკლე ერთმარშიანი წრიული კიბით (ამ უკანასკნელის ნახევარკოლონები, წინფრა და თვით კიბეც ახალი დამატებულია, შესაბამისად დაკარგულია ავთენტური იერსახე, გარდა სადარბაზოს ხის მოჩუქურთმებული კარისა). სადარბაზო შესასვლელთა სწორკუთხა, ხის მოჩუქურთმებული კარებებიდან ავთენტური წინფრით სიმეტრიის ღერძზე დატანილი კარი იქცევს ყურადღებას (ხის კარი და ლითონის წინფრა ერთ ფერში და ერთი საღებავით უხეიროდ გადაღებილია). შუა სადარბაზოს ინტერიერი კარის წინფრის ზემოთ კედელში დატანილი, წრიული ფორმის ღიობით ნათდება, ხოლო მის წინ გარეთ გამოტანილი იატაკის ფრაგმენტი მარმარილოს შავ-თეთრი ჭადრაკული წყობით ხასიათდება (სადარბაზოთა ინტერიერების მიმოხილვა ვერ მოხერხდა, რადგან სამივე მათგანი დაკეტილი იყო). შენობის საფასადე დანაწევრება ჰორიზონტალებისა და ვერტიკალების კლასიკურ კვეთაზეა დაფუძნებული. სართულშუა პროფილირებულ თაროებს კარნიზის, ასევე პროფილირებული, შვერილი ეპასუხება. ჰორიზონტალური ზოლურებისაგან შედგება რუსტის კომპოზიცია, რომელიც სამივე სართულისთვის ერთია. ვერტიკალური დანაწევრებით მხოლოდ ცენტრალური ფასადი გამოირჩევა - ფასადის კიდურა წიბოებისა და შუა და განაპირა ფრთების გამმიჯნავი პილასტრული სარტყლები ზედა სართულებს მოიცავს. მკაცრად დაცულია ფასადის დამუშავების მხატვრული იერარქია, რაც სართულების მიხედვით, პილასტრული სარტყლებისა და კარ-სარკმლის ღიობთა შესრულების სირთულით განსხვავებულ გაფორმებაში გამოიხატება. პირველი სართულის ღიობები სრულიად უსამკაულოა; კრონშტეინებზე შესმული სანდრიკებითა და გირლანდების რელიეფური ფილებით იმოსება მეორე სართულის ღიობები, რომლებიც არქიტრავული გადახურვისაა შუა და განაპირა ფრთების ღიობებთან, ხოლო თაღოვანი - აივნების გასწვრივ, პილასტრებით მოზღუდულ არეებში. ნაძერწი პლასტიკით გამდიდრებულია მესამე სართულის ღიობთა თავსართები, როდესაც საპირეთა ნაწილი მეორე სართულის არქიტრაული სანდრიკების მსგავსია, ხოლო ნაწილი - მცენარეული გირლანდებითა და კარტუშიანი საჭექი ქვებით ფორმდება. მესამე სართულზე კვლავ აქცენტირებულია აივნების მიმდებარე ღიობები და ისინი უპირატესი მნიშვნელობის, კრონშტეინებიანი სანდრიკებით არის შემკული. განსხვავებულად დამუშავებულია პილასტრული სარტყლები: მეორე სართულის პილასტრები ნალესობაში ამოღრმავებული და სადად პროფილირებულია, მაშინ როდესაც, მესამე სართულის გლუვი ტანის პილასტრები კორინთული სვეტისთავებით იმკობა. საფასადო კომპოზიციაში ასევე მონაწილეობს მეორე და მესამე სართულებზე სიმეტრიის ღერძისგან თანაბარი ინტერვალებით დაშორებული სამი აივანი, რომელთაგან ერთი ფერდობის თავში მოქცეულ, მარცხენა ფრთაზეა შეკიდული, დანარჩენი ორი - შედარებით ამაღლებულ მარჯვენა ფრთაზე. რკინის აჟურულ მოაჯირიანი, სწორკუთხა, ღია აივნებიდან ერთ-ერთი ბოლო წლებში დამონტაჟებული წინფრით არის გადახურული. ცენტრალური ფასადის რთულად დიფერენცირებულ დანაწევრებას თითქმის არ იზიარებს ასევე საჯაროდ გამოტანილი ჩრდილოეთის გვერდითა ფასადი, რომლის კონსტრუქციულ დანაწევრებას მხოლოდ თანაბარზომიერად განლაგებული სარკმლები განსაზღვრავს, დამუშავებული პროფილებისა და ნაძერწი საპირეების გარეშე. შენობის უკანა ფასადი კიდურა ფლიგელებზე აგურის, იშვიათი სარკმლებით დატიხრული კედლებით გამოდის, ხოლო შუა განივ მონაკვეთზე ღია გალერეებით იხსნება. თუმცა, უკანასკნელი მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტებით არის შემორჩენილი (შეფიცრული მაოჯირები და წახნაგოვანი სვეტები, ჭვირული სვეტისთავები), ღია აივნების გარკვეული ნაწილი შუშაბანდებით იხურება, დიდი წილი კი ბლოკითა და ცემენტით არის ამოშენებული. ეზოს მხრიდან შენობას აქვს საკმაო დიდი ფართობის დაშენება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ფასადის ისედაც შელახულ ავთენტურობას. ეზოს მხრიდან სახლს დერეფნულად განლაგებული სარაფები შემოუყვება, მათ შორის ყურადღებას იქცევს ძალიან მაღალი, თაღოვანი ნიშებით გაფორმებული და აგურში ამოყვანილი დარბაზული სათავსო. სახლის შიდა ეზო საკმოდ მოზრდილია, განახლებული ასფალტის საფარითა და გამწვანების გარეშე. ეზოში შესვლა გვირაბული გასასვლელის მქონე კარიბჭიდან არის შესაძლებელი (რკინის ალაყაფის კარები მოგვიანებით გამოცვლილია, არ იგრძნობა ავთენტურობა). შენობის ფიზიკური მდგომარეობა კარგია ცენტრალურ ფასადზე, მაგრამ ნალესობა დაზიანებულია გვერდითა და ზურგის ფასადებზე. შედარებით შენარჩუნებულია სახლის ავთენტურობის ხარისხი, რაც ძირითადად, ცენტრალური ფასადის ,,დამსახურებაა”. თუმცა არსებობს გარკვეული დანაკარგებიც, როგორიცაა ექვსი ამოშენებული სარკმელი ჩრდილოეთ ფასადზე, ეზოს გამოცვლილი ჭიშკარი, ანდა დამატებები - პირველ სართულზე ერთ-ერთ სადარბაზო შესასვლელთან მიდგმული მცირე პორტიკი, მესამე სართულის აივნის წინფრა და სახურავზე არსებული დაშენება. თუმცა, ამის მიუხედავად, ნაგებობა მეტწილად მაინც ინარჩუნებს ავთენტურ იერს, ამასთან, შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა, ასევე აუცილებელია ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობის შენარჩუნებისათვის. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5316",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჭანტურია გიას ქ./6",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "ადმინისტრაციული\u003e\u003eსხვა;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მემორიალური",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798721639999997,
    "Y" : 41.699206420000003
  }
}