CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4548
ObjectID: 4548
ID: 4548
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი სამსართულიანია, აგებულია აგურით. მხოლოდ მისი მთავარი ფასადია შელესილი და შეღებილი, გვერდითი კედლები აგურის წყობისაა. პირველი სართულის რუსტიკის ტექნიკით, სადად დეკორირებულ ფასადს ზედა ორი სართულის სრულიად უმკობი კედლები აგრძელებს. სრულიად უმკობია ზედა სართულის სარკმლებიც, მათ ყვითელ ფასადზე მხოლოდ თეთრად შეღებილი ჩარჩო გამოჰკვეთს. ქვედა ორი სართულის სარკმლებს პროფილირებული საპირეები და საჭექები გამოჰკვეთს, სამივე სართულს სარტყელად მაღალი პროფილის მქონე ლავგარდანი შემოუყვება, ყველაზე მაღალი პროფილისა კი სახურავს განასრულებს. სახლს ცენტრში რიზალიტი აქვს, მასშია განთავსებული სადარბაზოში შემავალი კარიც. კარი ხისაა, დეკორატიული ლითონის წინფრათი გამშვენებული. წინფრა მოდერნის სტილის ელემენტებს ატარებს. რიზალიტის მეორე სართულზე ორი, კანელურებიანი ნახევარსვეტია აღმართული, რომელთაც კორინთული სვეტისთავები განასრულებს. მესამე და მეორე სართულზე ორ-ორი ლითონის აივანია. მეორე სართულის ჭვირული აივნები ავთენტურია, ზედა სართულისა კი მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება და რაიმე მხატვრული ღირებულება არ აქვს. ეზოში მასიური, თაღოვანი ღიობის გავლით შევდივართ. ეს კარი მასშტაბებით ბევრად უფრო დიდია ჩვეულებრივზე, ამის მიზეზი ისაა რომ სახლი დამრეც ქუჩაზე დგას, ჭიშკარი კი დაღმართისკენ არის განთავსებული, ამიტომ, ის დაახლოებით, სართულნახევრის სიმაღლისაა. მას დიდი საჭექი ადგას თავზე. სახლის ერთ-ერთი სამკაული შესასვლელის ავთენტური, ლითონის ცხაურიანი ჭიშკარია. აღსანიშნავია, სადაბაზოს კიბის ლითონის მოაჯირიც. სახლი ეკლექტურ სტილშია შესრულებული, ჭარბობს ნეოკლასიკური ნიშნები, თუმცა, მოდერნის ნიშნებიც იჩენს თავს. იგი XX საუკუნის დამდეგს განეკუთვნება, დაბალი მხატვრული ღირებულებისაა და არსებულ განაშენიანებაში რიგითი მნიშვნელობა აქვს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5229
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები კაკაბაძეების ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78888131
Y: 41.70280525