CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4542
ObjectID: 4542
ID: 4542
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი თავდაპირველად ორსართულიან შენობას წარმოადგენდა, რომელსაც 1990-იან წლებში დააშენეს კიდევ ორი სართული. გეგმაზე შენობა კუთხისებურია და მართკუთხედს უახლოვდება. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. შენობა წარმოადგენს კლასიციზმის სტილის ნიმუშს, რომელიც სისადავითა და ერთგვარი სიმკაცრით გამოირჩევა. მისთვის დამახიასიათებელია თავშეკავებული შემკულობა. მთავარ ფასადზე მხატვრულ ეფექტს ქმნის თაღოვანი სარკმლების რიტმი და ერთმანეთზე გადაბმული სადა საპირეები. ფასადის საერთო კომპოზიცია ასიმეტრიულია. სადარბაზოს ხის, სადა კარს ამკობს საფოსტო ყუთის დეკორატიული ღიობი, რომელიც დამახასიათებელია თბილიუსი სახლების კარებისთვის. საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ვხვდებით ჭიშკრით, რომელიც ფასადის გვერდზეა გატანილი და სახასიათოა XIX საუკუნის შუა ხანების საცხოვრებლისთვის. სამწუხაროდ შიდა ეზოს ფასადის ავთენტური სახე, ისევე როგორც არსენას ქუჩის გვერდითი ფასადი, მთლიანად შეცვლილია, დაფარულია უსახური მინაშენებით. ნაგებობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიუხედავად ზემოთ აღწერილი ცვლილება-გადაკეთებებისა, რეკომენდაციას ვუწევ შენობას მიენიჭოს ძეგლის სტატუსი, რადგან მთავარი ფასადის I და II სართული ინარჩუნებს ავთენტურობას.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: არსენას ქ./33.ჭავჭავაძე ალექსანდრეს ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79271602
Y: 41.69962352