CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4540
ObjectID: 4540
ID: 4540
Name: საქ. მეც. აკადემიის პრეზიდიუმი
FullName: ყოფილი "საქართველოს ნახშირის ტრესტის" ადმინისტრაციული შენობა
Description: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობა 1953-1958 წლებში აშენდა. პროექტის ავტორები მ. ჩხიკვაძე და კ. ჩხეიძე არიან. ნაგებობა გეგმარებით რუსული ,,პ"-ს ფორმისაა, ხუთსართულიანია, ნაგებია ბოლნური ტუფით. შენობა რუსთაველის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გადაკვეთაზე დგას და ამ გადაკვეთას კუთხეში მასზე ამოზრდილი, მაღალი კოშკი უკეთებს აქცენტს. დანარჩენ კიდეებს რიზალიტები გამოჰკვეთს. შენობა ძალზე მდიდრული დეკორით გამოირჩევა. მთავარი ფასადი რუსთაველის გამზირისკენ აქვს, ის განსხვავდება სხვა ფასადებისგან და ყველაზე უხვად არის მორთული, თუმცა, დანარჩენი ფასადების მორთულობაც ძალზე მდიდრულია. ყოველი სართულის იერი განსხვავებულად არის გადაწყვეტილი. მთავარი ფასადის პირველ სართულზე, რიზალიტსა და კოშკს შორის არსებული ნაწილი თაღოვანი ღია გალერეაა. გალერეა ცენტრალურ ნაწილში საკმაოდ ფართოა, რადგანაც ფასადის თაღნარს მიღმა, ცენტრში თაღნარის კიდევ ორი რიგია, რომლებიც შეწყვილებულ, მასიურ ბურჯებს ეყრდნობა. ფასადის ბურჯები კენტადაა განლაგებული, მათ განსხვავებული ფერი გამოჰკვეთს, ისინი შავი გრანიტისაა. დანარჩენი სვეტები ისეთივე ტუფისაა, როგორც თავად შენობა. თაღებს შორის სივრცე ჯვრული კამარებითაა გადახურული, თავად თაღების კამარა კი კესონებითაა გაფორმებული. სვეტის კაპიტელებს ქართული, შუა საუკუნეების ორნამენტის მსგავსი, მცენარეული ორნამენტები ამკობს.
მთავარი შესასვლელი შენობას განაპირა რიზალიტის მხრიდან აქვს. ეს ნაწილი ორი, ძალზე მონუმენტური, კანელურებიანი ნახევარსვეტით არის მოსაზღვრული, რომელთა უზარმაზარი წრიული ფორმის ბაზისებიც ქართული, შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი, მცენარეული ორნამენტების მოტივებითაა შემკული. ეს ორი პილასტრი სამი სართულის სიმაღლეზე მიუყვება კედელს, მათი კაპიტელებიც მცენარეული ორნამეტებითაა უხვად შემკული, ზემოდან კი, უფრო ვიწრო ნახევარსვეტებია აღმართული, დანარჩენი ორი სართულის სიმაღლეზე. ყოველ სართულზე ღიობებს, მათ განლაგებას ერთმანეთისგან განსხვავებული გადაწყვეტა აქვს. რიზალიტში მოქცეული პირველი სართულის კარი და მეორე სართულის სამი მართკუთხა სარკმელი ერთ მოჩარჩოებაშია მოქცეული, რაც განსაკუთრებულად მონუმენტურს ხდის ისედაც, მონუმენტურ მონაკვეთს. მესამე სართულის სამი სარკმელი ძალზე სადაა, უბრალო, ქვის აივნით გაერთიანებული. მეოთხე და მეხუთე სართულები კი ერთ საერთო, თაღოვან, დახურულ ქვის აივანშია მოქცეული, აივნის მოაჯირიცა და შეწყვილებულ სარკმელთა თაღოვანი საპირეებიც ძალზე უხვად არის შემკული დეკორატიული მოტივებით. რიზალიტის გარეთ არსებულ ფასადზე სარკმლები სრულიად უმკობია, ზოგი მართკუთხაა, ზოგიც თაღოვანი. აქ დეკორატიული მხოლოდ მესამე სართულზე განლაგებული, რამდენიმე ნიჟარისებური აივანია, რომელთა ღიობებსაც სამთავისის XI საუკუნის ეკლესიის დეკორის მოტივები ამშვენებს. მეცნიერებათა აკადემიის შენობას საკვირველად ბევრი და მრავალფეროვანი სამკაული გამოარჩევს – ვარდულები, კესონები, მრავალფეროვანი ბაზისები თუ კაპიტელები, სხვადასხვანაირად შემკული აივნები, საპირეები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აქ ქვაზე კვეთის სხვადასხვა ტექნიკაა გამოყენებული – ჰორელიეფი, ბარელიეფი, ჩაკვეთილი რელიეფი; თავისი მონუმენტური ფორმებით, სამშენებლო მასალით, ნეო-კლასიკური, ნეო-ქართული სტილის ნიშნებით, ეს შენობა ტოტალიტარული არქიტექტურის რიგებში ეწერება. ეს არის ტიპიური სტალინური არქიტექტურის მაღალმხატვრული ნიმუში, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული მნიშნელობა აქვს. შენობა მაღალი ისტორიულ-მხატვრული ღირებულებისაა. არსებულ განაშენიანებაში მას დომინანტის ფუნქცია ენიჭება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4838
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./52
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის შუახანი, 1953წ.
InitialFunction: ადმინისტრაციული;
CurrentFunction:
საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>მეცნიერებითა აკადემია;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79059613
Y: 41.70314929