{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4534?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4534?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4534?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4534",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4534,
    "ID" : 4534,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი   ამაღლების ქუჩა 16",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის, 1867 წლის საერო ნაგებობის ნიმუშს. მისი ავტორი არის არქიტექტორი თ. პორფიროვი. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შენობა მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. \nშენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისენ, მოზრდილი ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია  სამერცხლეების საშუალებით.\nშენობის ფასადები ატარებს ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, დეკორატიული ლესვით გამოყვანილი კანელურებიანი პილასტრებით და დაგვირგვინებულია ყრუ, დეკორირებული პარაპეტით.  აღსანიშნავი ელემენტია მოზრდილი აივანი ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა ლითონის სადა მოაჯირით და მოჩუქურთმებული კრონშტეინებით. ფასადი შელესილი და შეღებილია, დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის დეკორატიული საჭექი ქვები ნიჟარების და ქალის სახის გამოსახულებით, პროფილირებული კარნიზები დენტიკულებითA და იონიკებით, ასევე პილასტრების კორინთული კაპიტელები როკაილებით, ნაძერწი მართკუთხა ჩანართები, პროფილირებული საპირეები და სხვა. \nაღსანიშნავია სადარბაზოს ხის შეწყვილებული კარები, ლითონის ჩუქურთმიანი ცხაურებით და დეკორირებული ხის ელემენტებით, ასევე ლითონის აჟურული წინფრა. \nშენობის სადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხის რიკულებიანი მოაჯირი. მისი ინტერიერი შელესილი და შეღებილია. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ აივნებზე მოხვედრა მეორე სართულის დონეზე. \nსაცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადები ხის გალერეისებრი აივნებით არის წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. აივნები გამოირჩევა ხის მოაჯირების მარტივი დეკორით და სვეტების კაპიტელების დამუშავებით. აივნები დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით. გვხვდება რამოდენიმე სხვადასხვა სართულზე ასასვლელი კიბე. სახლს აქვს ადრეული მიშენება სამივე სართულის დონეზე, რომელიც პრაქტიკულად აღარ განირჩევა ძირითადი მოცულობისგან.\nეზოს აქვს ასფალტის საფარი და მასში მოხვედრა შესაძლებელია ამაღლების ქუჩის მხრიდან ლითონის ჭიშკრის მეშვეობით.                                                             შენობის ნახევარსარდაფები ძირითადად საცხოვრებელ ფართებად არის გამოყენებული, თუმცა ქუჩის მხრიდან ჩაჭრილია ნახევარსარდაფის სარკმელი და მოწყობილია კომერციული ფართი. სარდაფი ქართული აგურის წყობის კედლებით არის ამოყვანილი, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,5 მ-ია და ჩასვლა შესაძლებელია ეზოს მხრიდან. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3753",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ამაღლების ქ./16",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1867",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79415084,
    "Y" : 41.689660760000002
  }
}