CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4531
ObjectID: 4531
ID: 4531
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი სადაა, კომპოზიცია კი ასიმეტრიული, რასაც სადარბაზოს ღიობისა და ერთადერთი აივნის განაწილება განსაზღვრავს. აჟურული რკინის მოაჯირით შემოსაზღვრული აივნის ორნამენტი იმდენად მსუბუქია, რომ ის გამჭოლად აღიქმება. მაღალი კარი ფასადის ერთ მხარეს არის გაჭრილი. მის ორსავ მხარეს სარკმლების არათანაბარი რაოდენობა ნაწილდება. კარის თავზე, სხვა ფანჯრებთან შედარებით მასიური, ტლანქი სარკმელია დატანილი. ორივე სართულის ღიობები, განიერ, პირველ სართულზე რუსტირებულ, მეორეზე კი გლუვზედაპირიან პილასტრებს შორის არის მოქცეული. აღწერილი კომპოზიცია, ფასადის ამ მონაკვეთს, რიზალიტის ელფერს სძენს. ფასადი სამ ძირითად ჰორიზონტალურ არედ არის დაყოფილი. ქვედა ნაწილი გლუვი ზედაპირისაა, მასში გაჭრილია სარდაფის სარკმლები. სარდაფის სივრცეები საცხოვრებლად არის გამოყენებული და ეზოს მხარეს, რელიეფის დაქანების გამო, ერთ სრულყოფილ სართულს წარმოადგენს. მეორე ჰორიზონტალური არე რუსტირებულია. მასზე დატანილი ფანჯრები, სხვა ღიობებთან შედარებით, ოდნავ მომცრო ზომისაა. მათ ქვეშ სადა კარნიზია გავლებული, ზემოთ საჭექი ქვებია მოთავსებული, რომლის ფორმაც რუსტიკაში გადადის. აღნიშნულ სარკმლებს უწყვეტი პროფილები მიუყვება. ღიობებს შორის შუაზე გადაჭრილი, კანელურებიანი პილასტრებია დატანილი. აღსანიშნავია სადარბაზოს ორნამენტირებული ფილებით მოპირკეთებული იატაკი და მოზაიკური ტიპის, რკინის აჟურული მოაჯირით შემკული კიბე. საზიარო ეზოსკენ ხის აივნები და შუშაბანდებია მიმართული. აღწერილი საცხოვრებელი სახლი სადაა და საშუალო მხატვრული ღირებულებით ხასიათდება. თუმცა, მის მნიშვნელობას როგორც ზუბალაშვილების ქუჩიდან, ისე ეზოს მხრიდან, კვარტალს სილუეტისა და მხატვრული სახის განმსაზღვრელის ფუნქცია ერთი-ორად ზრდის. ის სხვა, მეზობლად მდებარე შენობებთან ერთად, ქუჩათა მონაკვეთის ერთიან სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5198
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები ზუბალაშვილების ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79608653
Y: 41.69779707