{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4529?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4529?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4529?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4529",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4529,
    "ID" : 4529,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სახლი აგურისგან არის აგებული, გარედან შელესილია. ნაგებობა ორსართულიანია, რთული რელიეფის წყალობით, შენობას ერთი სართული ემატება, რომელსაც ქუჩის დონეზე გისოსებიანი მოაჯირი მიუყვება. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. ცენტრში რიზალიტია, რომელიც სადარბაზოს კარითა და მკვეთრად გამოშვერილი აივნისგან შედგება, ზემოთ კი წაგრძელებული თაღოვანი, ცენტრში გაჭრილი ღიობიანი პარაპეტით სრულდება. აივანი გეგმაში კვადრატულია და რკინის ცხაურიანი მოაჯირით არის შემოზღუდული. აივნის კარის ღიობი განიერია და თაღის ფორმისაა. სადარბაზოს კარს მკვეთრად გამოშვერილი, რკინის, უხვად ორნამენტირებული წინფრა აქვს, უშუალოდ კარი კი ხისა, დეკორირებული. სადარბაზოს იატაკზე რომბებად დაწყობილი შავ-თეთრი ფილებია დალაგებული, შუაში კი მოზრდილი, რომბის ფორმის ჭრელი ორნამენტია ჩასმული. აივნის და შესასვლელის ორსავ მხარეს თითო სარკმელია ჩასმული და ეს კომპოზიცია მთლიანად მეორე რიზალიტს წარმოადგენს. რიზალიტი საერთო სიბრტყიდან რუსტირებული პილასტრებით არის გამოყოფილი. ასევე რიზალიტს წარმოადგენს ფასადის ორივე კიდე, რომლებიც ზემოთკენ დასრულებულია მკვეთრად ამოწეული, შუაში ღიობიანი პარაპეტით. მარჯვენა კიდურა რიზალიტი პირველ სართულზე ორი სარკმლისგან შედგება, ზემოთ კი ერთი მოზრდილი წყვილი ფანჯრისგან, რომლის თავზეც მცენარეული ორნამენტია. მარცხენა რიზალიტსაც მოზრდილი სწორკუთხა ღიობი აქვს, ოღონდ მეორისგან განსხვავებით, მას აივანი აქვს მიდგმული. მის ქვემოთ შეისრულთაღიანი სარკმელია, სულ ქვედა სართულზე კი სწორკუთხა ჭიშკარია გაჭრილი. სამ მთავარ რიზალიტს შორის კიდევ თითო უფრო დაბალი და სადა რიზალიტია ჩასმული და ის მეორე სართულზე რკინის ცხაურიანი აივნებისგან, ხოლო ქვემოთ - სარკმლისაგან შედგება. ორივე სართულის სარკმლები სწორკუთხა ფორმისაა, მაგრამ მათი დეკორი განსხვავებულია. პირველი სართულის სარკმლებს ზემოთ ე.წ. ესისებური ორნამენტი აქვს, რომელიც ხუთ წრეს ქმნის; წრეებში კი დეკორატიული ვარდულებია ჩასმული. რაც შეეხება მეორე სართულის სარკმლებს, აქ მათი თავი გაფორმებულია მცენარეული ორნამენტებით. ქვედა, მიწის სართულში გაჭრილია სწორკუთხა, სადა სარკმლების მწკრივი. \nჭიშკრიდან გვირაბით ეზოში გავდივართ, რომლის სახეც მთლიანად შეცვლილია, სამივე სართულზე ჩასმულია მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, შუაში კი შემორჩენილია დახვეული კიბე.  მთავარი ფასადის მარჯვენა მომიჯნავე კედელი სადაა და აგურისაა, აქ მხოლოდ ორი სარკმელია გაჭრილი. ნაგებობას  მცირე დაშენება აქვს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4685",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მოსიძე ვახტანგის ქ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "ადმინისტრაციული;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.793567420000002,
    "Y" : 41.695860770000003
  }
}